ჰაინრიხი
მამაკაცის საკუთარი სახელი (Heinrich)
ჰაინრიხი (გერმ. Heinrich) — გერმანულენოვანი მამაკაცის სახელი და გვარი. მდედრობითი სქესის ფორმაა — ჰენრიკე (გერმ. Henrike). სახელი ჰაინრიხი წარმოიშვა ძველი ზემოგერმანული ენიდან და სავარაუდოდ ძველგერმანული სახელის „ჰაიმრიხის“ მემკვიდრე ფორმაა. სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: „ჰაიმ“ (გერმ. heim: სახლი), აგრეთვე „ჰაგან“ (გერმ. hagan, მამული) და „რიჰჰი“ (გერმ. rîhhi, მბრძანებელი, თავადი). აქედან გამომდინარე, სახელი შეიძლება ნიშნავდეს „სახლის ბატონს“ (გერმ. der Herr im Haus); „ბატონს მამულში“ (გერმ. der Herr im Hof) ან „მამულზე მბრძანებელს“ (გერმ. der Herrscher über Gut und Hof).
ცნობილი პიროვნებები სახელით ჰაინრიხ
რედაქტირება- მმართველები
- სხვები
- ჰაინრიხ აკვილეიელი (1077–1084) — აკვილეიის პატრიარქი ;
- ჰაინრიხ ბავარიელი (1884–1916) — ბავარიის პრინცი, მაიორი პირველ მსოფლიო ომში;
- ჰაინრიხ ბელი (1917–1985) — გერმანელი მწერალი;
- ჰაინრიხ ფრაუენბერგელი (გ. 1314) — გერმანელი ბარონი და მოხეტიალე მომღერალი;
- ჰაინრიხ ფონ ფრაიბერგი (XIII საუკუნის II ნახევარი) — გერმანელი პოეტი;
- ჰაინრიხ გენტელი (1240–1293) — სქოლასტიკის თეოლოგი და ფილოსოფოსი;
- ჰაინრიხ გეორგე (1893–1946) — გერმანელი მსახიობი;
- ჰაინრიხ გიმბორნელი (1830–1893) — გერმანელი აფთიაქარი;
- ჰაინრიხ ფელიქს ფონ ჰარბურგი (1080–1153) — მაინცის არქიეპისკოპოსი;
- ჰაინრიხ ჰაინე (1797–1856) — გერმანელი პოეტი;