პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
Font Awesome 5 solid hand-holding-heart.svg

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

გიორგი (მომწერეთ) 14:07, 10 აპრილი 2017 (UTC)[]

რკინის კაცი (რჩევები)რედაქტირება

  • სავარჯიშოდ გამოიყენეთ პირადი სავარჯიშო გვერდი - მომხმარებელი:უკვდავი ავთოი/სავარჯიშო.
  • ჩაიხედეთ ინგლისურ ვერსიაში. რკინის კაცის დებიუტი იყო Tales of Suspense-ში, #39 (მარტი 1963)
  • თუ სტატიის დასრულებას აპირებთ, ჩასვით თავში {{subst:L}} და ამოიღეთ, როდესაც დაასრულებთ (მაქსიმუმ 1 კვირა შეიძლება იყოს სტატიაში) --გიორგი (მომწერეთ) 14:13, 10 აპრილი 2017 (UTC)[]

ტექსტები სხვა სტატიებიდანრედაქტირება

ვიკიპედიის სხვა სტატიებიდან ტექსტების (კერძოდ სიუჟეტების) სრული სახით გადმოტანა ვიკიპედიის პრაქტიკა არ არის. ამას ყოველი შემთხვევისთვის გეუბნებით. მეტიც - ასეთი სტატიები იშლება ადმინისტრაციის მიერ. --გიორგი (მომწერეთ) 14:40, 10 აპრილი 2017 (UTC)[]

ასო-ბგერების ადაპტირება ქართულ ვიკიშირედაქტირება

დახმარებისთვის იხილეთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. Matt მეთ არ არის. არის გამართული მეტ. თ-ს ვიყენებთ, როდესაც ორიგინალში არის th. --გიორგი (მომწერეთ) 05:41, 12 აპრილი 2017 (UTC)[]

ეს თარგიც გავასწორე - მომხმარებელი:Box~kawiki/ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია), ვინაიდან სურათი არ აისახებოდა. --გიორგი (მომწერეთ) 05:48, 12 აპრილი 2017 (UTC)[]

აშშ-ის სამოქალაქო ომირედაქტირება

ამ სტატიაში შეტანილი შენი ცვლილებები არ შეესაბამება სათაურს. ახალი თარგი შეგიძლია დატესტო ვიკიპედია:სავარჯიშო-ზე. - გიო ოქრო 11:26, 12 აპრილი 2017 (UTC)[]

თავზეხელაღებული (ტელესერიალი)რედაქტირება

თავზეხელაღებული (ტელესერიალი) - აქ დარედაქტირდა როლები (საერთოდ არეული იყო და არ ემთხვეოდა რეალურს), გასწორდა სახელ-გვარები (და გახსოვდეთ, რომ აქ ჯეიმზს ვწერთ და არა ჯეიმსს). გარდა ამისა, შეიცვალა სეზონების იერარქია. ყოველთვის იწყება მეორე დონით, მის ქვემოთ არის დონე სამი, შემდეგ - მეოთხე და ა.შ. არ არის საჭირო ცალკე დონეების შექმნა "დამატებითი ინფორმაციისთვის", რომელიც 1 წინადადებისგან შედგება. --გიორგი (მომწერეთ) 16:58, 20 აპრილი 2017 (UTC)[]

თარგმანირედაქტირება

თარგმანის ხარისხი, სამწუხაროდ, გაქვთ მიუღებელი. იხილეთ აქ განსხვავებები. თუ ეს ონლაინ თარჯიმანია, გასაგებია, მაგრამ ონლაინ თარჯიმნის გამოყენება ჩვენთან აკრძალულია (ყოველ შემთხვევაში - აუცილებელია, საბოლოო სტატია იყოს შემოწმებული და დასრულებული. თუ ჯერ არ დაგისრულებიათ სტატია, მის თავში შეგიძლიათ ჩასვათ {{subst:L}} --გიორგი (მომწერეთ) 13:03, 24 აპრილი 2017 (UTC)[]

ფაილი:გოჩა ფიფია.jpgრედაქტირება

 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:გოჩა ფიფია.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ.

გიორგი (მომწერეთ) 14:03, 26 აპრილი 2017 (UTC)[]

სურათირედაქტირება

  • გუგლი წყარო არ არის. წყარო არის საიტი (imdb, impawards და მსგავსები), სადაც სურათი დევს.
  • ფილმის კადრის ლიზენცია არის {{კადრი ფილმიდან}}, და არა {{Pd-self}} - უკანასკნელი არ უნდა გამოიყენოთ, როდესაც ნამუშევარი თქვენი არ არის. ის, რომ ფილმიდან ამოიღეთ კადრი თქვენი კომპიუტერით, არ ნიშნავს, რომ თქვენი ნაშრომია. --გიორგი (მომწერეთ) 05:22, 2 მაისი 2017 (UTC)[]

კატეგორიებირედაქტირება

გთხოვთ, ნუ იყენებთ ზედა დონის კატეგორიებს (ანიმე, ანიმაცია და ა.შ.) - ეს არის საერთო კატეგორიები. იმიტომ აქვს მითითებული ის კატეგორიები, რომლებიც ახლა არის, რომ ასეა სწორი. --გიორგი (მომწერეთ) 10:17, 3 მაისი 2017 (UTC)[]

ნამიბიის გერბირედაქტირება

გამარჯობა! სტატიებს წყაროს გარეშე ნუ დაწერთ. გახსოვდეთ, რომ უწყარო სტატია შეიძლება წაიშალოს. - OTOGI Messages 10:28, 7 მაისი 2017 (UTC)[]

გაფრთხილებარედაქტირება

რედაქტირებები განახორციელეთ ყურადღებით. საქმე ეხება ამ უცნაურ ფაილს - ფაილი:4893d5dc7f95210a58087a5ff7aad5c81475806146 full.jpg.

ფაილის ატვირთვაში გასაგებად არის განმარტებული:

ველში „ფაილის ახალი სახელი“ ჩაწერეთ სახელი, რომლითაც იგი შეინახება ვიკიპედიაში. მიზანშეწონილია, რომ მან ასახოს მისი შიგთავსი.

გორისციხე, ხედი გორისჯვრიდან.jpg (კარგია)

353sgHF35dN678cnvb.JPG (ცუდია)

ფაილებს სახელები მომავალში გადაარქვით კომპიუტერში და ისე ატვირთეთ! --Abandoner განხილვაწვლილი 16:57, 15 მაისი 2017 (UTC)[]

კიდევ ერთი თხოვნა/მითითებარედაქტირება

სალამი. მე მგონია, დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ [[ფოგი ნელსონის]] ასეთი ბმულები არ უნდა კეთდებოდეს. უნდა ჩაეწეროს სტატიის ის სახელიც (თუნდაც არარსებული), რომელიც სწორი იქნება. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების შემთხვევაში - მით უმეტეს! წესით უნდა იყოს [[ფოგი ნელსონი]]ს --Abandoner განხილვაწვლილი 06:19, 20 მაისი 2017 (UTC)[]

გვარების და სახელების გადმოტანარედაქტირება

წაიკითხეთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური! — Abandoner განხილვაწვლილი 12:10, 20 მაისი 2017 (UTC)[]

მსახიობების ბიოგრაფიებირედაქტირება

მსახიობების ბიოგრაფიები სერიალების/ფილმების სტატიებში არ იწერება. ამისთვის შეიძლება ცალკე სტატიების შექმნა. გამოიყენეთ სტატიის სივრცე რაციონალურად და თუ არ იცით, რა დაწეროთ - შეიხედეთ ანალოგიურ სტატიებში სხვა ენებზე. იქ წერია არა მსახიობთა ვრცელი თუ მოკლე ბიოგრაფიები, არამედ სერიალების/ფილმების პერსონაჟების აღწერა. --Abandoner განხილვაწვლილი 17:39, 20 მაისი 2017 (UTC)[]

ერთი და იგივე სიტყვების უსასრულოდ გამეორება.რედაქტირება

ერთი თხოვნა მაქვს (არა პირადი, არამედ ვიკიპედიაში სტანდარტების დასაცავად). თქვენი რედაქტირებაა „სერიალის ლიცენზირების პარტნიორებს სურდათ მარველთან გაერთიანება და მათთან მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი არ ყოფილა ფილმის პროექტი და ამ სერიალს არ ონდა თავისი წინამორბედის (თავზეხელაღებული (ფილმი)) ნაირი რეიტინგი.“. თავი დავანებოთ ზოგად შეცდომებს - ტავტოლოგიაც, სიტყვების უსასრულოდ გამეორება, არის არასწორი. ერთი და იგივე სიტყვების გამოყენება არასწორია, როდესაც არსებობს სხვა ფორმები (სწორი გამოყენების მაგალითი - „რომ ეს სერიალი არ ყოფილა ფილმის პროექტი და არ ჰქონია თავისი წინამორბედის, „თავზეხელაღებულის“ მსგავსი რეიტინგი.“). --Abandoner განხილვაწვლილი 09:04, 26 მაისი 2017 (UTC)[]

One-Punch Manრედაქტირება

One Piece არსებობს სტატია, რატომ არ შეიძლება იყოს One-Punch Man? რა საჭიროა ეს ენის წვალება? მით უმეტეს, როდესაც სწორი წარმოთქმაა "უან-პანჩ მენი"? --Abandoner განხილვაწვლილი 12:10, 30 მაისი 2017 (UTC)[]

გარდა ამისა - რაღაც საიტი ეწერა ზედ - h2 720. შეეცადეთ, აიღოთ ოფიციალური პოსტერები და DVD-ს გარეკანები. და მთავარი - არ შემოიტანოთ სურათები ე.წ. warez საიტის წყაროს სახის მითითებით (საიტებით, სადაც არალეგალურად არის განთავსებული აუდიო ვიდეო მასალები). http://hd-720.com სწორედ ასეთი საიტების კატეგორიიდან არის. --Abandoner განხილვაწვლილი 12:15, 30 მაისი 2017 (UTC)[]

ეს ტექსტები:

საერთოდ რამე კავშირშია კონკრეტულად სტატიასთან "თავზეხელაღებული"? ასეთი რაღაცისთვის უკვე არსებობს ცალკე სტატია Marvel-ის კინოსამყარო და უნდა შეიქმნას Marvel Television. --Abandoner განხილვაწვლილი 17:11, 30 მაისი 2017 (UTC)[]

მონსტრების ვერსიარედაქტირება

სალამი. არსებულ სურათს არ ეხება, მაგრამ გაითვალისწინეთ - MonsterVerse (თუ რაც ჰქვია) იმიტომ ჰქვია ასე, რომ Verse არის შემოკლება Universe-ისგან. ზოგადად Verse არის ლექსი ან ტაეპი (პოეზიაში), მაგრამ ამ შემთხვევაში - შემოკლებაა. სჯობს, თუ სტატიას გააკეთებთ, სახელწოდება ორიგინალში დატოვოთ. --Abandoner განხილვაწვლილი 12:13, 6 ივნისი 2017 (UTC)[]

თავზეხელაღებული (პერსონაჟების სია)რედაქტირება

ვინაიდან სერიალების და ფილმების სახელწოდებები გამოიყოფა ბრჭყალებით, ხოლო ჩვენთან სტატიების სახელწოდებებში ბრჭყალები არ გამოიყენება, სწორი უნდა იყოს თავზეხელაღებული (პერსონაჟების სია). იხ. მაგალითად სატახტოთა თამაში (პერსონაჟების სია) --Abandoner განხილვაწვლილი 16:15, 6 ივნისი 2017 (UTC)[]

რკინის ციხესიმაგრის კაბანერებირედაქტირება

ყურადღებით. ახალი სტატია გადატანილია რკინის ციხესიმაგრის კაბანერები-ზე. ეს სერიალი მანგას მიხედვით არ შეიქმნა და ამიტომ აუცილებელი არ არის, ფრჩხილებში ეწეროს, რომ ტელესერიალია.

ამასთან, თქვენ შექმენით რამდენიმე სტატია ანიმე სერიალების შესახებ. ამ სტატიებში მოცემული ინფორმაცია სხვა ენოვან ვიკიპედიებში ინტეგრირებულია ძირითად, თავად მანგასთან დაკავშირებულ სტატიებში. ცალკე სტატიების სახით აქვთ მხოლოდ ეპიზოდების სიები. ამის გამო შეუძლებელი ხდება თქვენ მიერ შექმნილი გვერდების მიბმა სხვა ვიკიპედიებზე (იხ. ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები) - ვინაიდან სხვა ენოვანებში სტატიები სერიალებზე ცალკე გამოტანილი არ არის. ამიტომ ყველა თქვენი სტატია სერიალებზე მომავალში შეუერთდება შესაბამისი მანგების სტატიებს. უმჯობესია, თუ სერიალი მანგას მიხედვით არის, დაწეროთ სტატია მანგაზე და იმავე სტატიაში სექციის სახით ეწეროს სერიალზე. --Abandoner განხილვაწვლილი 11:47, 7 ივნისი 2017 (UTC)[]

ანიმანგის ინფოდაფარედაქტირება

გამარჯობა. ამჟამად ვაპირებ ანიმანგის ინფოდაფის (და მისი ქვედაფების) გადაკეთებაზე მუშაობას. გთხოვთ, თუ დაგჭირდებათ სტატიის შექმნა, დროებით არ გამოიყენოთ ეს ინფოდაფა, ვინაიდან შეიძლება რაღაც უზუსტობები ჰქონდეს (ტექნიკური ხასიათის). დრო სჭირდება, ვინაიდან რამდენიმე ქვეთარგი აქვს (არა მხოლოდ ოვასი და მანგის). როდესად დავასრულებ, გაცნობებთ. აგრეთვე დამჭირდება დრო, რომ ყველა სტატიაში, სადაც უკვე გამოიყენება, ჩავანაცვლო ახალი ინფოდაფით. --Abandoner განხილვაწვლილი 19:20, 8 ივნისი 2017 (UTC)[]

ფილმების შესახებრედაქტირება

მეტი ყურადღებით. იხილეთ https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90_%28%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%29&type=revision&diff=3299273&oldid=3299263

განსხვავება რედაქტირებებს შორის. მკითხველმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიიღოს. გარდა ამისა - გამოიყენეთ „“ ასეთი ზედა და ქვედა ბრჭყალები, რათა ერთმაანეთისგან გამოიყოს სახელწოდებები და ჩვეულებრივი ტექსტი.

ფილმების სერიის პირველი ფილმი იყო წყევლა(2003) რომლის შემოსავალი იყო $318 მილიონი. მეორე ფილმი იყო ანაბელი რომელიც გამოვიდა ამერიკაშ 2014 წლის 3 ოქტომბერს. შემდეგი ფილმია წყევლა 2, და 2017 წელს გამოდის ფილმი ანაბელი: ქმნილება.

აი ასეთი ტიპის ტექსტის წერა არასერიოზულია. --Abandoner განხილვაწვლილი 05:32, 9 ივნისი 2017 (UTC)[]

ანიმანგას ინფოდაფარედაქტირება

ანიმანგას ინფოდაფის გადაკეთება დასრულდა. იხ. თარგი:ინფოდაფა ანიმანგა და მომავალში ესა თუ ის კოდი (შესავსებად) აქედან დააკოპირეთ. ამჟამად შეცვლილია ყველა სტატიაში და სწორად ასახავს ყველა ველს. სტრიქონების გადატანა აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან ეს ინფოდაფა სიგანეში არ იზრდება.

გთხოვთ, ამა თუ იმ სტუდიის ჩამონათვალის გადმოტანისას დააკოპიროთ ინგლისური ვიკიპედიიდან წყარო ისეთი სახით, როგორიც იქ არის - [[Madhouse (company)|Madhouse]] (ანუ კოდი). იგივე ეხება ინგლისურენოვან ეთერში გასულ სერიალებსაც (ინგლისურ ვარიანტში ამ ველს licensee ჰქვია). თარგი "English anime licensee" შეიქმნება აქაც, ამიტომ ისეთი მაგალითი, როგორიც არის

{{English anime licensee
| NA = [[Funimation Entertainment]]
| UK = [[Manga Entertainment]], [[ADV Films]] (formerly)
}}

მომავალში სწორად აისახება ჩვენთანაც და შესაძლებელი იქნება მისი პირდაპირ გადმოტანა. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლია, მომმართოთ. --Abandoner განხილვაწვლილი 08:17, 9 ივნისი 2017 (UTC)[]

Self takenრედაქტირება

Self taken არის "საკუთარი გადაღებული" და არა სახელი და გვარი. ხოლმე ყურადღებით თარგმნეთ ტექსტები. --Abandoner განხილვაწვლილი 19:29, 20 სექტემბერი 2017 (UTC)[]

წინა/შემდეგირედაქტირება

სალამი. წინა და შემდეგ ფილმებს ინფოდაფაში ამ შემთხვევაში ნუ მიუთითებთ - არ არის ნათელი, რის მიხედვით არის ეს თანმიმდევრობა. სუპერმენის ფილმების სერიიდან ფილმი არის მეორე, მაგრამ DC-ს სხვა ფილმების სერიიდან მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი ფილმია. ვინაიდან ქრონოლოგიის დასახელება ფილმების ინფოდაფაში ვერ იქნება მითითებული, ამიტომ სჯობს, მისი ჩაწერისგან თავის შეკავება.--Abandoner განხილვაწვლილი 11:27, 19 ოქტომბერი 2017 (UTC)[]

გვარებირედაქტირება

იქნებ, ყურადღებით გადმოიტანოთ სახელები და გვარები. en:Bill Westenhofer "ვესენჰოფერი" არ იქნება. --Abandoner განხილვაწვლილი 11:47, 24 ოქტომბერი 2017 (UTC)[]

მეტი ყურადღებით! რას წერთ სტატიებში, ხედავთ მაინც??? უილ სმითი ასრულებს ქალი საოცრების როლს? შეასწორეთ ყველა მონაცემი, როგორც საჭიროა - სტუდიები, მსახიობები, რეჟისორები და ა.შ. ქარხნის რეჟიმი მუშაობა არ არის საჭირო, საჭიროა მეტი სერიოზული მიდგომა საქმისადმი. --Abandoner განხილვაწვლილი 18:52, 24 ოქტომბერი 2017 (UTC)[]

ენათაშორისი ბმულებირედაქტირება

ამის შესახებ დიდი ხნის წინ უკვე მიგითითეთ. მიაბით სტატიები სხვაენოვან სტატიებს ასე - ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები --Abandoner განხილვაწვლილი 18:05, 25 ოქტომბერი 2017 (UTC)[]

ვიკიპედიის აზიის თვე 2017რედაქტირება

გამარჯობა, ვიკიპედიის აზიის თვე დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში!--დათო1010 07:36, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[]

მადლობა დაფრთხილებისთვის. უკვდავ ავთო 14:15, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[]

ენის მიბმარედაქტირება

მაიძულებთ, მერამდენედ დაგიწეროთ ამის შესახებ. ნუ გავიწყდებათ სტატიის შექმნისას მისი მიბმა სხვაენოვან ვიკიპედიებში სხვა სტატიებზე! ეს პროცესი ავტომატური არ არის და არ არის აქ იმდენი მომხმარებელი, რომ ყოველი თქვენი ახალი სტატია ამოწმოს და მიაბას Wikidata-ში. დახვეწეთ ვიკიში მუშაობის სტილი. --Abandoner განხილვაწვლილი 12:01, 7 ნოემბერი 2017 (UTC)[]

Mob Psycho 100რედაქტირება

სალამი. როდესაც რამე სტატიის თემა (ვთქვათ, წიგნი "ბეჭდების მბრძანებელი") არის მთავარი თემა, იქ არ არის საჭირო ფრჩხილებში ტიპის მითითება. Mob Psycho 100 (მანგა) უნდა იყოს უბრალოდ Mob Psycho 100, ვინაიდან პირველი იყო ეგ. ცალკე სტატიები სერიალზე და სხვა ტიპის გამოშვებებზე აგრეთვე არ უნდა შეიქმნას - ყველაფერი შეიძლება დაიწეროს ერთ სტატიაში. ამისთვის არის ანიმანგის ვრცელი ინფოდაფა, ყველა დამატებითი მედიაფორმატის მისათითებლად. --Abandoner განხილვაწვლილი 13:19, 20 ნოემბერი 2017 (UTC)[]