მომხმარებლის განხილვა:გიორგი ფეიქრიშვილი/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ფეიქრიშვილი თემაში მეჰმედ III
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:13, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.ოთოჯი განხილვა 15:52, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

პასუხი

გამარჯობათ! მე დამისვით შეკითხვები. არ არის პრობლემა. ვიკიპედიაში იქმნება სტატიები, რომელიც უნდა იყოს ენციკლოპედიური და ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისი. სტატიის დაწერას აპირებთ ?. - ოთოჯი განხილვა 16:27, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ სტატია მინიმუმ 3 წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს. 2). სტატიას ესაჭიროები წყარო, იქნება ეს ინტერნეტ ლინკები, კონკრეტული ლიტერატურა თუ სხვა. თქვენი სავარჯიშო ვნახე უკვე. მოკლედ შემოიტანეთ სტატია და დანარჩენს აგიხსნით. - ოთოჯი განხილვა 16:35, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
მადლობა, კი ვხედავ მეც. შემოიტანეთ სტატია. - ოთოჯი განხილვა 16:45, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი: {{ინფოდაფა პიროვნება}} სულ ქვემოთ დააკოპირეთ ცარიელი სინტაქსი. - ოთოჯი განხილვა 16:51, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
კი, მე შევამოწმებ. არ არის პრობლემა, არ მოგერიდოთ, გვკითხეთ და ყველაფერში ხელს შეგიწყობთ. - ოთოჯი განხილვა 16:54, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
მოდი ასე მოვიქცეთ, მე გავაგრძელებ სტატიის დამუშავებას და მერე აგიხსნით ყველაფერს. - ოთოჯი განხილვა 16:58, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
უკვე ჩავსვი ინფოდაფა, შეგიძლიათ იხილოთ სტატიის შიგთავსი. - ოთოჯი განხილვა 17:03, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
დასაწყისისთვის მშვენიერია !. ინფოდაფა და კატეგორიები მე უკვე ჩავსვი, ისევე როგორც სქოლიო. გარდა ამისა, სტატია დამოწმდა. - ოთოჯი განხილვა 17:15, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
საძიებოში ჩაწერეთ სრულად აიშე ჰუმაშაჰ სულთანი და ამოაგდებს სისტემა. რამდენიმე დღეში სტატია უკვე რამდენიმე სიტყვის ჩაწერისას გიჩვენებთ შედეგს და დაიგუგლება ინტერნეტში. - ოთოჯი განხილვა 18:03, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ოსმალეთის დიდი ვეზირები

გამარჯობა. მიხარია ისეთ თემებზე რომ წერთ მეც რომ მაინტერესებს. ამასწინათ გავაკეთე თარგი:ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირები. აბა გადახედე თუ დაინტერესდები, რომ გააგრძელო ჩემი წამოწყებული საქმე და ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირებზე დავწეროთ სტატიები. --JABA 1977 17:16, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:Jaba1977. აქ შეგიძლიათ მისწეროთ. - ოთოჯი განხილვა 18:35, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
ეგ არაფერი. ტექსტი ჩაწერეთ (რისი დაწერაც გსურთ) და გვერდის შენახვას დააჭირეთ. გზავნილი მიუვა. - ოთოჯი განხილვა 18:39, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
დიდი სიამოვნებით დავწერ სტატიებს დიდ ვეზირებზე.შემიძლია ახლავე დავიწყო და შემდეგ დავდო(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:20, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

აიშე ჰუმაშაჰ სულთანი

გილოცავთ გიორგი ! დასაწყისისთვის მშვენიერი სტატია გამოვიდა, გარდა ამისა, თქვენ ნაშრომს ხალხი წაიკითხავს (საზოგადოება). ამასთანავე დავძენ ერთს, რომ ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია. ვიკიპედიაში მუშაობა კანის ფერის, ეროვნების, სქესის, ასაკის, სარწმუნოებისდა განურჩევლად ყველას შეუძლია !. იხილეთ ეს გვერდი: ვიკიპედია:იყავით გაბედული. თუკი რამე შეკითხვა გექნებათ დაუფიქრებლად, ყოველგვარი მორიდების გარეშე მოგვმართეთ. პ.ს. თქვენ პირად გვერდზე (მომხმარებელი:გიორგი ფეიქრიშვილი) შეგიძლიათ ინფორმაცია ჩაწეროთ თქვენზე. წარმატებებს გისურვებთ !. - ოთოჯი განხილვა 19:04, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დაამატეთ სტატია, არ არის პრობლემა. ზემოთ ხომ გახსოვთ რა მოგწერეთ, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და ნებართვის აღება სრულიად არ გესაჭიროებათ სტატიის დაწერისას ან სხვა ქმედებების განხორციელებისას. - ოთოჯი განხილვა 19:48, 24 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავთ, მშვენიერია !. ასე განაგრძეთ. - ოთოჯი განხილვა 07:38, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

შეჰზადე ბაიაზიდი

გიორგი ახლა რა ხდება, თუკი სტატიის დამუშავებას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ სტატიის თავში ჩააგდოთ თარგი: {{მუშავდება}}, რომელიც ერთი კვირით უკრძალავს სხვა რედაქტორებს სტატიის რედაქტირებას. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა, განსხვავება დეტალებში უკვე გადამუშავებულ ვერსიაში შეგიძლიათ იხილოთ. მხოლოდ მცირე კორექტივები მაქვს შეტანილი თქვენ სტატიებში, ისიც ფორმატირების მხრივ. შეგიძლიათ იხილოთ დამხმარე გვერდები: ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება, ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი, ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის. დაბოლოს, ერთი კითხვა მაქვს, აპირებთ სამომავლოდ სტატიების წერას ქართულ ვიკიპედიაში ? :)). - ოთოჯი განხილვა 10:00, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი, მოხარული ვარ. გამოიყენებთ თუ არა თარგს ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. უფლება გაქვთ, რომ თარგი ჩასვათ სტატიაში, თუ ვერ ასწრებთ მის დამუშავებას, მაგრამ თარგს, რომ ჩასვავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 1 კვირა უნდა იყოს მაინცდამაინც თარგი სტატიაში, შეგიძლიათ სტატიის დამუშავებისთანვე ამოიღოთ თარგი. რაც შეეხება ქართულ ვიკიპედიას, ბუნებრივია დასაწერი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა ქართული ვიკიპედიაც ვითარდება, რაც სწორედ მონდომებული მოხალისეების დამსახურებაა. კიდევ ერთი მინდა გითხრათ, ვთქვათ მე მოგწერეთ გზავნილი, ამ გზავნილზე თქვენ შეგიძლიათ საკუთარი განხილვის გვერდზევე მიპასუხოთ, ხოლო თქვენ თუ მომწერთ, მე გიპასუხებთ არა თქვენი განხილვის გვერდზე, არამედ ჩემი განხილვის გვერდზე. ეს ვიკიპედიის ერთგვარი წესია; ანუ დააკლიკეთ თქვენი განხილვის რედაქტირებას (ან კონკრეტული სექციის რედაქტირებას) და ჩაწერეთ ტექსტი და შემდეგ მიაკლიკეთ გვერდის შენახვას. ახლა ამ ჩემ გზავნილზე აქვე მიპასუხეთ (თუ გაქვთ სურვილი, ბუნებრივია). სხვა თუკი რამე დაგაინტერესებთ, აუცილებლად გვითხეთ. - ოთოჯი განხილვა 10:16, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია.ხო მართლა სანამ შეჰზადე ბაიაზიდის დაწერას დავამთავრებდი,მანამდე კიდევ ერთი სტატია დავწერე,რომელიც ბოლომდე დამუშავებულია.როგორც მიხვდით მე ძალიან მაინტერესებს ოსმალეთის იმპრიის ისტორია(ყველაზე მეტად ბაგრატიონების,მაგრამ აქ უკვე წერია :D ) ამიტომაც დავწერე სტატია - შაჰ სულთანი.იხილეთ სტატია და შემდეგ დავდებ- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D2 (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 10:27, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

დიდად მოხარული ვარ :). სხვათაშორის მომხმარებელი:Jaba1977 ისტორიკოსია და მასაც შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ხოლმე. დადეთ სტატია, არ არის პრობლემა :). წარმატებებს გისურვებთ, - ოთოჯი განხილვა 10:35, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
კარგით აუცილებლად

(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 10:38, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

ადმინ შეჰზადე ბაიაზიდზე დავამატე და სქოლიოებს თუ შეგიძლიათ თქვენ დაამატეთ (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:21, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

თხოვნა

გიორგი ერთი პატარა თხოვნა მაქვს, ვთქვათ გვაქვს ტექსტი (ბაიაზიდი, მის ოთხშვილთან, ერთად სივასში, დასაჯეს) სიტყვები ერთმანეთთან მიკრული არ უნდა იყოს (ბაიაზიდი,მის ოთხშვილთან,ერთად სივასში,დასაჯეს), სამომავლოდ შეეცადეთ, რომ სიტყვებს შორის ადგილი დატოვოთ. ჰო, კიდევ, აბა ნახეთ სტატიაში შეჰზადე ბაიაზიდი ჩავსვი სქოლიო, დავაკოპირე რუსული ვიკიპედიიდან, იხილეთ სტატიის შიგთავსი და თქვენც ასე მოიქეცით აწი. სულ ეს არის :). - ოთოჯი განხილვა 14:53, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

აუცილებლად გავითვალისწინებ,მაგრამ როცა ეს მომწერეთ მე მაშინ სტატიას ვდებდი და შეიძლება ანალოგიური შეცდომები ამ სტატიაშიც იყოს - დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:04, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი
არაუშავს გიორგი, შეეცადეთ თავადვე გამოასწოროთ მცირე ხარვეზები, დამოუკიდებლად, რომ ისწავლოთ მუშაობა ვიკიპედიაში. :). - ოთოჯი განხილვა 15:08, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ლიუთფი-ფაშა

გამარჯობა გიორგი შენი სტატია მომეწონა მშვენიერი იყო, პატარა ცვლილება შევიტანე სათAურში დავწერე ისე როგორც ეს თურქულ ვიკიპედიას აქვს. სახელწოდებებს როდესაც შეარცევ იხელმძღვანელე აი ამ დახმარების გვერდით, გარდა ამისა შეძლებისდაგვარად სწორად გადმოვიტანე სახელები ამ თარგში, ხომ არ აჯობებს შენც აქედან იხელმძღვანელო? --JABA 1977 15:22, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა რჩევისთვის,მომავალში გავითვალისწინებ.როგორც გავიგე თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით.თქვენთან ერთი შემოთავაზება მაქვს.ძალიან მაინტერსებს ოსმალეთის იმპერიის ისტორია.მიუხედავად იმისა,რომ 14 წლის ვარ შემიძლია რუსულიდან და ინგლისურიდან სტატიების თარგმნა.ამიტომაც გადავწყვიტე გადავთარგმნო ოსმალეთის დიდ ვეზირების ბიოგრაფიები,მაგრამ ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ,ამიტომაც ხომ არ ჯობია გავაკეთოთ ე.წ. ჯგუფი რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:26, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

ვაფასებ შენს ასეთ მონდომებას. ასე გააგრძელე მუშაობა. დიახ ისტორიკოსი ვარ და მიხარია რომ იგივე საკითხებზე მუშაობ რაზეც მე. ისტორიის სფერო საკმაოდ დასახვეწი და გასამდიდრებელია ვიკიპედიაში. გიორგი შენი წინადადება მომეწონა, მოდი ასე გავაკეთოთ მე და შენ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. ჯგუფის შექმნა არ გამოდის ქართულ ვიკიპედიაში, ცოტა მომხმარებელია და ჭირს ერთი სფეროთი დაინტერესებულ ადამინთა თავმოყრა. ზემოთ რომ თარგი მიგითითე ეს ტარგი სულ გავალურჯოთ ოკ? ვიღიმი --JABA 1977 15:31, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ოკ.ახლა ვწერ სტატიას ოსმალეთის იმპერიის 35-ე დიდ ვეზირ სემიზ ალი-ფაშაზე(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:34, 25 ივნისი 2014 (UTC))პასუხი
ჯაბა აი დავწერე სტატია - ბეიჰან სულთანი და მინდა გკითხოთ სქოლიო სწორად გავაკეთე.ანუ რუსულ ვიკიპედიაში რუსულად რაც ეწერა გადავაქრთულე სქოლიოში(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:44, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

ბეიჰან სულთანი - სტატია მომეწონა. გიორგი ერთი თხოვნა მექნება იმ სტატიასთან დაკავშირებით რომელიც ამ ბოლოს დაწერე. ვგულისხმობ სოკოლუ მეჰმედ-ფაშას. აქ წერია რომ ის ორჯერ იყო დიდი ვეზირი. ეს რუსული ვიკიპედიის ბრალია. მოდი გადავხედოთ თურქულს და მის მიხედვით გავაკეთოთ ინფორმაციის შეტანა ინფოდაფაში. ამ შემთხვევაში მე უფრო მეტად ვენდობი თურქულს ვიდრე რუსულს, ალბათ გასაკვირიც არაა, რადგან მათ უფრო უკეთ იციან თავიანთი ქვეყნის ისტორია. --JABA 1977 11:43, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

100 %-ით გეთანხმებით ჯაბა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თურქული არ ვიცი და მიხვედრითაც ცოტა რთულია ამიტომაც რუსულ ვიკიპედიას ვიყენებ, მაგრამ მომავალში აუცილებლად შევეცდები თურქული ვიკიპედია გამოვიყენო(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 11:52, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

გიორგი თარგმნა არც მე მეხერხება თურქულიდან :) უბრალოდ თანამიმდევრობა და ინფოდაფის თარიღები გამოიყენე იქიდან. ან სულაც ეს თარგი გამოიყენე ინფოდაფაში წინამორბედისა და მომდევნოს გრაფების შესავსებად. წარმატებები, კარგად მუშაობ და ასე გააგრძელე. --JABA 1977 12:42, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

https://www.facebook.com/jabalabadze facebook-ზე მომძებნე. --JABA 1977 12:43, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა ახლა გადავხედე ოსმალეთის სულთნების სიას და ქართულ ვიკიპედიაზე 36 სულთნიდან მხოლოდ 17-ია. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნაა დამეხმაროთ დარჩენილი სტატიების დაწერაში. სულთან აჰმედ I-ს და მის ცოლ-შვილ-შვილიშვილიანად მე დავწერ. (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:41, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

სიამოვნებით გიორგი. --JABA 1977 18:40, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი

გიო, ამიერიდან ხარ სანდო მომხმარებელი, რაც ნიშნავს, რომ შენს მიერ შეტანილ ცვლილებებს შემოწმება აღარ დასჭირდება. ეს ყოველივე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს. წარმატებები !. იხ. სპეციალური:ბოლოცვლილებები. - ოთოჯი განხილვა 14:30, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა ! ეს ჩემთვის დიდი პატივია. იმედებს არ გაგიცრუებთ :) (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:32, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი
ეჭვიც არ მეპარება. ვიღიმი - ოთოჯი განხილვა 14:36, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
რაც შეეხება შეჰზადე მეჰმედის განხილვის სტატიას კარგად დავამუშავებ და ხვალ დავდებ. (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:38, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

გამარჯობა, გიორგი. გილოცავთ! თუ არ ვცდები, ეს რეკორდული, უპრეცენდენტოდ მოკლე დროა, 2 დღე დარეგისტრირებიდან, როდესაც მომხმარებელი ახერხებს „სანდოს“ სტატუსის მოპოვებას. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 97%-ს ვერ ხვდება საერთოდ რა არის ვიკიპედია, თქვენ ეს შესანიშნავად გაანალიზეთ და დახმარების სურვილი რეალობად აქციეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ! — G.G. 17:21, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ! საქმე იმაშია, რომ ადრე ვიკიპედიის ანალოგიურ საიტზე, ვიკიაზე ვწერდი სტატიებს, მაგრამ იქ ერთ-ერთ ცუდ მომხმარებლად ვითვლებოდი, რადგან დღეში ადმინისტრატორს 1000 კითხვას ვუსვამდი, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა და ჩემი ეს "ცოდნა" აქ გამოვიყენე :-D (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:35, 26 ივნისი 2014 (UTC))პასუხი
ძალიან კარგი. ვიკია მრავალი საიტის საერთო სახელწოდებაა, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, აქცენტს ვიწრო თემატურ საკითხებზე აკეთებენ. მე მაგალითად, ვიკიაზე წერაში დროს არ დავკარგავდი, თუ ფულს არ გადამიხდიდნენ ამაში, რა თქმა უნდა. ვიკრიჭები თუმცა კარგია, თუ იქ მიღებული გამოცდილება აქ გადგებათ. ვიკიპედია კი, როგორც უკვე მიხვდით, უნივერსალური ინტერნეტ-ენციკლოპედია, სადაც მოხალისეები მუშაობენ, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეს აკეთენ და, ისევე როგორც თქვენ, რა თემაზეც სურთ, იმაზე წერენ, მხოლოდ ენციკლოპედიურად, გამართულად. მე მომხმარებელთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში (მე და User:Henry McClean ძირითადში, არიან ისეთებიც, რომლებიც იშვიათად შემოდიან) მოვიაზრები, რომლებიც დროის უმთავრეს ნაწილს მუსიკის საკითხებზე წერას უთმობენ, არც თუ იშვიათად კინოებზე (მსახიობებზეც), ავიაციაზე, ასტრონომიაზე და ელექტრონიკაზე ვწერ, მთავარ გვერდზე გამოსაჩენ ბმულებზე (რაშიც ლომის წვლილი ჯაბას მიუძღვის), შედარებით იშვიათად კომპიუტერულ პროგრამებზე, მათემატიკის საკითხებზე, ლიტერატურასა და პოლიტიკოსებზეც კი ვწერ. დროის დანარჩენ ნაწილს ვიკიპედიის ტექნიკურ საკითხებს ვუთმობ. ვატყობ, თქვენ ისტორია გიტაცებთ უფრო, ისტორიკოსები ვიკიში თქვენთვის უკვე ნაცნობი ჯაბა და ფიქრია არიან. წარმატებები მომავალ საქმიანობაში. ვიღიმიG.G. 20:45, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
თვალსა და ხელს შუა, ვიკიპედიას მგონი ამ წლის აღმოჩენა უკვე შემოემატა, მეც მოხარული ვარ. — Mikheil მიწერა 20:57, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა :) მე მარტო ისტორიით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ ამჯერად რაც გადავხედე ვიკიპედიის ისტორიის გვერდებს უნდა შევმატო ახალი. შემდეგ კი სხვა საკითხებზეც დავწერ.(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:17, 27 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი

გიო, ახლა კიდევ რამდენიმე რჩევა. 1). სტატია ყოველთვის ტირეთი დაიწყე (და არა დეფისით). 2). ვთქვათ გვაქვს (თურქ. Esmehan Baharnaz Sultan; დ. 1523, სტამბული — გ. 1556, სტამბული) ნახე, წლებს შორის დასვი დ. — გ. 3). ვთქვთ არის სტატია: მეჰმედი (შეჰზადე) თუკი მიგაჩნია, რომ სტატიის სათაურია შესაცვლელი, აუცილებლად უნდა წამოიწყო განხილვა, შემდეგ უნდა დაიცადო, მანამ სანამ სხვა რედაქტორები დააფიქსირებენ აზრს და საერთო კონსენსუსის შემდეგ, სტატიის სათაურის შეცვლა მოხდება, თუკი იქნება, ბუნებრივია, ამის აუცილებლობა. - ოთოჯი განხილვა 14:45, 26 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ისტორიის ვიკი-ორდენი

ისტორიის ვიკი-ორდენი
გიორგი, დამსახურებულად გადმოგეცემა ისტორიის ვიკი-ორდენი! რაც შენ წვლილსა და ენთუზიაზმზე მეტყველებს!.
წარმატებებს გისურვებ !. - ოთოჯი განხილვა 12:02, 27 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ გიორგი, წარმატებები! --JABA 1977 12:38, 27 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:47, 27 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

ლეტიცია რამოლინო

გიო, კიდევ ერთი რჩევა, ბიოგრაფიულ სტატიებში უნდა ჩასვა თარგი, ამ შემთხვევაში — {{DEFAULTSORT:რამოლინო, ლეტიცია}} (ეს თარგია რედაქტირების თარგებში, ქვემოთ პანელზე) რომელშიაც იწერება გვარ-სახელი და არა სახელ-გვარი. აი შედი სტატიის რედაქტირებაში და დაინახავ, კატეგორიასთანაა, მე ჩავსვი უკვე და მომავალში შენც ასე გააკეთე. - ოთოჯი განხილვა 15:25, 27 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

p.s. კიდევ ერთი, სტატიებში აუცილებლად ჩასვი რესურსები ინტერნეტში ან სქოლიო, ეს მეტად საჭიროა. - ოთოჯი განხილვა 15:39, 27 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
ოთო, ერთი კითხვა მაქვს, შემმოწმებელს რა ფუნქციები აქვს? (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:52, 27 ივნისი 2014 (UTC))პასუხი

იხილე: ვიკიპედია:შემოწმება. მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი. დიდი გამოცდილება უნდა მოაგროვო და მერე წამოაყენო კანდიდატურა. - ოთოჯი განხილვა 18:57, 27 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გიულბაჰარ-ხათუნი

@JABA 1977 თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს ამ სტატიაში - გიულბაჰარ-ხათუნი, სქოლიაში რაღაც შემეშალა და ვერაფრით ვერ ვასწორებ და რა ვქნა? (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 09:59, 4 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

გავასწორე გიორგი. :) აბა მაგ სტატიის განხილვა ნახე. --JABA 1977 15:25, 4 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

დასაწერი სტატიები

@ოთოჯი შენთან ერთი კითხვა მაქვს. ძალიან მინდა დავწერო სტატიები მაგრამ არ ვიცი რაზე :D ამიტომ მაინტერესებს თუ არის ვიკიპედიაში ისეთი გვერდი სადაც ჩამოწერილია ისტორიაზე რამე დასაწერი სტატია(მოთხოვნილ სტატიებს არ ვგულისხმობ, რადგან იქ ძალიან ცოტა მოთხოვნაა)(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 19:52, 6 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

გიორგი, მოდი დავასრულოთ ერთად ოსმალეთის სულთნებზე. გავალურჯოთ სულ ეს თარგი. --JABA 1977 20:24, 6 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
კარგით ასე გავაკეთოთ. მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ. საერთოდ (როგორც მე მივხვდი) ვიკიპედიაზე როცა სტატია იდება, იმ სტატიას უნდა ჰქონდეს სქოლიო,წყარო ან ინტერნეტ რესურსი. ერთ-ერთ სულთანზე, მეჰმედ III-ზე რუსულ ვიკიპედიზე დევს სტატია, სადაც ზემოთ ხსენებული წყაროები არ არის. მე კი ინგლისურიდან, ზუსტად ვერ ვთარგმნი, ისე როგორც რუსულიდან.(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 05:45, 7 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

გიორგი, აუცილებელია რომ სტატია იყოს გადამოწმებადი და თუ სამივე მათგანი ექნება (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) მთკლად კარგი იქნება. მაგრამ ინგლისურიდან ძირითადად პირდაპირ კოპირებით გადმოგვაქვს სამივე მათგანი. შენ ეგ სტატია ტარგმნე და მერე მე დავამატებ მაგ ყველაფერს და ნახავ როგორი მარტივია. --JABA 1977 05:57, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

კარგით ასე გავაკეთებ.დავწერ სტატიას და დავდებ, მერე კი ჩასვით სქოლიო :))(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:00, 7 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

მეჰმედ III

@-JABA 1977 აი დავწერე სტატია - მეჰმედ III და თქვენ სქოლიო ჩასვით. (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:45, 7 ივლისი 2014 (UTC))პასუხი

გიორგი ფეიქრიშვილი/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.