მარია ლეტიცია რამოლინო (Maria Letizia Ramolino; დ. 24 აგვისტო, 1750, აიაჩო — გ. 2 თებერვალი, 1836, რომი) — ნაპოლეონ ბონაპარტის დედა, აღზარდა 15 წლამდე.

ლეტიცია რამოლინო, 1811
გარდაცვლილი «მადამ-დედას» პორტრეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეტიცია, რომელიც წარმოშობით იყო გენუელი კეთილშობილი ოჯახიდან, დაიბადა აიაჩოში. 14 წლის ასაკში ის დაქორწინდა კარლო ბუონაპარტეზე და მათ ეყოლათ 13 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა ვაჟმა და სამმა ქალიშვილმა მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს.

1769 წელს კორსიკა საფრანგეთის კონტროლიდან გამოვიდა, თუმცა ლეტიციამ მაინც ვერ ისწავლა ფრანგული ენა. 1785 წელს ლეტიცია დაქვრიდა და 8 წლის შემდეგ იძულებული გახდა კონტინენტზე გადასულიყო, მარსელში.

ნაპოლეონისმეფეთკურთხევის ცერემონიალის შემდეგ მან ლეტიციას უბოძა «მადამ იმპერატორის დედის» ტიტული ( ფრანგ. Madame Mère de l’Empereur) და პარიზის გარეუბანში აჩუქა მამული. მიუხედავად უზარმაზარი ქონებისა, მადამ-დედა, რომელმაც მრავალი წელი გაატარა სიღარიბის ზღვარზე, ცხოვრობდა ეკონომიურად, არ ინტერესდებოდა სახელმწიფო საქმეებით და სასახლეშიც იშვიათად ჩნდებოდა.

შვილის დამხობის შემდეგ ის გაიქცა თავის ძმასთან, კარდინალ ფეშესთან ერთად რომში, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები და თითქმის დაბრმავებული ცხოვრობდა ვენეციის მოედანზე ბონაპარტის სასახლეში. მისი ნეშტი ნაპოლეონ III-ის ბრძანებით იტალიიდან გადაასვენეს აიაჩოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება