მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირი.

მთისძირისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი. სოფელში გადის დაფნარი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

სოფელი
მთისძირი

მთისძირის წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი მთისძირი
კოორდინატები 42°06′18″ ჩ. გ. 42°24′14″ ა. გ. / 42.10500° ჩ. გ. 42.40389° ა. გ. / 42.10500; 42.40389
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა 413[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი)
მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 413 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 569 261 308
2014[1]   413 200 213

ნამოსახლარი

რედაქტირება

სოფელში აღმოჩენილია ძვ.წ. VI საუკუნის ნამოსახლარი. ნამოსახლარებში აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური, ნაპოვნია აგრეთვე იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკული ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც, მათ შორის მდიდრული სამარხის ნაშთი. აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც აღმოჩნდა სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი.

პიროვნებები

რედაქტირება

მთისძირში დაიბადნენ მწერალი დომენტი ახობაძე, სამხედრო დარგის ინჟინერი და მეცნიერი ვიქტორ სულაქველიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II