დომენტი ახობაძე
დომენტი ახობაძე (დ. 11 ივლისი, 1919 — გ. 1 მარტი, 1987) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
დომენტი ახობაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ივლისი, 1919 |
დაბადების ადგილი | მთისძირი (ვანის მუნიციპალიტეტი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 1987 (67 წლის) |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ მთისძირში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), გლეხის, ივანე ახობაძის ოჯახში, დაამთავრა 1938 წელს საშუალო სკოლა, 1955 წელს კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1941-1945 წლებში იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი. 1947-1952 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მდივნად, 1952-1954 წლებში მთავლიტის ქუთაისის განყოფილების ცენზორად. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1938 წლიდან. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, რომლის მიერ ებრაულ ენაზე შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ქართველმა ებრაელმა მწერალმა და პუბლიცისტმა იაკობ პაპიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება იერუსალიმში ჯვრის მონასტერთან, იქ სადაც შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა, მემორიალური დაფის გაკეთებისა, სადაც ვეფხისტყაოსნის თარგმის საქმეში დამსახურების გამო გამოსახული იქნება ბორის გაპონოვის, აბრამ შლიონსკის და დომენტი ახობაძის სახელები. დაჯილდოებულია მედლით შრომითი მამაცობისთვის, ავტორია ასამდე ლექსის, პოემების და პროზაული ნაწარმოებების.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5.