მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლები | |||
თარიღი | 1271–1272 | ||
მდებარეობა | ახლო აღმოსავლეთი | ||
შედეგი | ჯვაროსნული ლაქრობების დასასრული | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში |
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა 1271-1272 წლებში, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობასთან ერთად, მიჩნეულია შუა საუკუნეების ბოლო, ფართომასშტაბიან ჯვაროსნულ ლაშქრობად.
ლუი IX-ის ტუნისის ალყის მოხსნისა და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დამარცხების შემდეგ, პრინცმა ედუარდმა აკოზე გაილაშქრა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ, იქ გატარებული დრო მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.
ისტორია
რედაქტირებამეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა, მერვე ჯვაროსნული ლაშქრობით გაგრძელებად თვლიან. თავად მერვე ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი IX სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბეიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბეიბარსმა ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომით ისარგებლა, სანამ ისინი ერთმანეთს უტევდნენ, ბეიბარსმა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტებული გავლენის ფონზე, 1265 წლისთვის აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი. კვიპროსის მეფე ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადავიდა ქალაქის დასაცავად, ბეიბარსი კი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადი ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიაში სასმელი წყლის დაბინძურების გამო ეპიდემიამ იფეთქა, ხოლო თავად ლუი იმავე წლის 25 აგვისტოს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში, „კუჭის ქრონიკული აშლილობით“ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი“ იყო. ამის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკოზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში.
მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობის განმავლობაში ედუარდმა ბეიბარსზე რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჯვაროსნებმა ვერ მიაღწიეს ისეთ გადამწყვეტ უპირატესობას, რომელიც ლაშქრობას დასასრულისკენ გაახედებდა. ბედად, იმ დროს, როცა პრინცი მუსლიმანებს უტევდა, თავი იჩინა საშინაო დაპირისპირებამ, ამას დაემატა არმიაში „პატრიოტული სულის“ დაცემა. ყველაფერმა ამან მალევე გამოიღო შედეგი: ჯვაროსანთა სრული კრახი, ხმელთაშუაზღვისპირა ჯვაროსნული ხაზი დაიშალა.
1291 წელს ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკო დაეცა და ამით ჯვაროსნული ლაშქრობების ერაც დასრულდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Gospel in All Lands, Methodist Episcopal Church Missionary Society, Methodist Episcopal Church, p. 262
ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ. |
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |