მესხური დიალექტი, სამცხურ-ჯავახური დიალექტიქართული ენის დიალექტი. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს — ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური დიალექტი მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხეთის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკვლევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის — მესხური დიალექტის კილოკავებად განიხილება.

ხმოვანთა ფონეტიკურ პროცესებს წარმართავს ქართული ენის ფონემატური სტრუქტურის თავისებურებით შეპირობებული, ენის ყველა ქვესისტემისათვის საერთო კანონზომიერება, ხმოვანთკომპლექსის მოშლისაკენ სწრაფვა. მესხურში ამ კომპლექსთა ცვლილება არ მიდის საბოლოო საფეხურამდე, ერთ ხმოვნამდე. მესხური დიალექტის თავისებურებას შეადგენს ლაბიალური ხმოვნის შემცველი კომპლექსის ცვლილების გზა.

თანხმოვანთა ფონეტიკურ კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა -თი შენაცვლება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში. მორფემათა მიჯნაზე მესხური დიალექტისთვის დასაშვებია შემდეგი ხმოვანთკომპლექსები; აუ, აო, აი, ოი, ეო, გუ, იი, იე, ია. ასიმილაციით მიღებული ეე კომპლექსი კიდევ იცვლება დისიმილაციის გზით და გვაძლევს იე-ს (მოეტანა / მეეტანა / მიეტანა). ყურადღებას იქცევს ხმოვანფუძიან სახელებთან - || - ბრუნვის ნიშნის გამოვლენის კანონზომიერება. ბრუნვის ნიშანი დაჩნდება საკუთარ ან საკუთართან გაიგივებულ სახელებთან (დედაი, ნინოი) ყოველთვის, და - სუფიქსით ნაწარმოებ ზედსართავებთან, თუ ისინი საზღვრულის გარეშე არიან წარმოდგენილი (კუნტილიაი არ ჩაანს...), ან შედგენილი შემასმენელის სახელად ნაწილს წარმოადგენენ (მტირალაია). ამასთან, - გვაქვს უპირატესად მახვილიან, - კი – უმახვილო პოზიციაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • ძიძიგური შ., მესხური დიალექტი. – იხ. მისი: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ. 1970;
  • მარტიროსოვი ა. ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბ., 1984;
  • ბერიძე გრ., ქართული ენის ჯავახური კილო, თბ., 1988;
  • ჯორბენაძე ბ, ქართული დიალექტოლოგია, I, თბ. 1989.