მანუსი
მანუსის კუნძული (ინგლ. Manus Island) — კუნძული მანუსის პროვინციაში, ჩრდილოეთ პაპუა-ახალ გვინეაში. წარმოადგენს საადმირალოს კუნძულების უდიდეს კუნძულს. საერთო ფართობი შეადგენს 1940,2 კმ²-ს. [1], სანაპირო ზოლის სიგრძეა 361,3 კმ. სიდიდით მეხუთე კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში. 2000 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 32 713 კაცს შეადგენდა. სიმჭიდროვე — 16,861 კაცი/კმ². ადმინისტრაციულად ეკუთვნის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციას. ლორენგაუ, რომელიც წარმოადგენს მანუსის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, მდებარეობს სწორედ მანუსის კუნძულზე.
მშობ. სახელი: ინგლ. Manus Island | |
---|---|
კუნძული მანუსი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 2°05′00″ ს. გ. 147°00′00″ ა. გ. / 2.08333° ს. გ. 147.00000° ა. გ. |
ფართობი | 1940,2 კმ² |
სიგრძე | 103 კმ |
სიგანე | 28 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 361,3 კმ |
უმაღლესი წერტილი |
718 მ მთა დრემსელი |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | აილენდსი |
პროვინცია | მანუსი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 32 713 (2000) |
სიმჭიდროვე | 16,861 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული შედის საადმირალოს კუნძულების შემადგენლობაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე. ხოლო სამხრეთიდან ბისმარკის ზღვა. კუნძული მდებარეობს 274 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან და 285 კმ-ში დასავლეთით კუნძულ ახალი ჰანოვერიდან[2]. უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ კუნძულები ლოს-ნეგროსი და ტონგი (აღმოსავლეთით), ლოუ და ბალუანი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და მრავალრიცხოვანი რიფები და მომცრო ქვიშოვანი კუნძულები. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია მდებარეობს დაახლოებით 1050 კმ-ში. კუნძულის სიგრძე დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეადგენს 103 კმ-ს, მაქსიმალური სიგანე — 28 კმ-ს, ფართობი — 1940,2 კმ². კუნძული თავისი სიდიდით მეხუთე (ახალი გვინეის, ახალი ბრიტანეთის, ახალი ირლანდიის და ბუგენვილის შემდეგ) კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში[2]. კუნძულის შიდა ნაწილი მთიანია, დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. ყველაზე მაღალი წერტილია — მთა დრემსელი, სიმაღლით 718 მეტრი. კუნძულის დიდი ნაწილი გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით (გასასვლელები მხოლოდ სამხრეთიდანაა).
გეოლოგიური თვალსაზრისით მანუსის კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა. მის ქვეშ მიწის ქერქის სისქე შეადგენს 25 კმ-ს. კუნძული სავარაუდოდ წარმოიშვა მიოცენის პერიოდში, 8 — 10 მილიონი წლის წინ. ვულკანური აქტივობა შენარჩუნებულია კუნძულის შორიახლოს სენტ-ენდრიუს ყურეში (ვულკანები ბალუანი და ტალუმანი[3][4], ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1957 წელს).
კუნძულის კლიმატი სუბეკვატორულია[5]. თვის საშუალო ტემპერატურაა 22 — 32 °С[6]. კუნძულის ფლორა და ფაუნა საკმაოდ სხვადასხვანაირია. არსებობს რამდენიმე ენდემური სახეობა, კერძოდ ზურმუხტოვანი მწვანე მოლუსკი და ნიჟარა, რომელიც იყიდება როგორც ძვირფასეულობა.
ისტორია
რედაქტირებასავარაუდოდ კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ალვარო დე საავედრა, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1528 წელს.[7] 1616 წელს მანუსის კუნძულის გვერდით გაცურეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა ვილემ სხაუტენმა და იაკობ ლემერმა.[8] შემდგომში 1875 წლამდე კუნძულს ევროპელები არ სტუმრობდნენ. 1912 წელს დაარსდა გერმანული კოლონია ლორენგაუ, 1914 წელს კუნძული გადავიდა ავსტრალიის იურისდიქციის ქვეშ[9]. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, იაპონიამ კუნძულებზე განათავსა სამხედრო ბაზა. 1944 წლის თებერვალ-მარტში ის ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს[10]. შემდეგ სიადლერის უბეში აშენდა ამერიკული სამხედრო ბაზა[11]. მაგრამ, ჯერ კიდევ 1950-51 წლებში ავსტრალიის მთავრობა აწარმოებდა კუნძულის გასუფთავებას იაპონური კრიმინალური ელემენტებისგან.
მოსახლეობა
რედაქტირება2000 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა 32 713 ადამიანი 127 დასახლებულ პუნქტში[12]. კუნძულის მთავარი ქალაქია ლორენგაუ, 5829 მოსახლით.
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. უმეტესად აწარმოებენ კოპრას, კაკაოს, ყავას და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ United Nations Environment Program, "Islands by land area: Manus დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links,"islands.unep.ch (1988).
- ↑ 2.0 2.1 Manus. www.oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Baluan Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Tuluman Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ The Beautiful West Coast of Manus - travel-distinations profile. ManusIsland.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
- ↑ 8.0 8.1 Manus Island. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
- ↑ Manus Island. A&E Television Networks. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Video: Americans Win New Airbases In South Pacific Etc. (1944). Universal Newsreel. http://www.archive.org/details/gov.archives.arc.39003.
- ↑ Manus Island. pacificwrecks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Admirality Islands (Manus Island). pacificislandtravel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.