ბისმარკის ზღვა
ზღვა
ბისმარკის ზღვა მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთით და ბისმარკისა და საადმირალოს კუნძულების სამხრეთით. ისევე როგორც ბისმარკის არქიპელაგს, ამ ზღვასაც სახელი ეწოდა პრუსიის კანცლერის — ოტო ფონ ბისმარკის პატივსაცემად. ბისმარკის არქიპელაგი ზღვას ერტყმის ჩრდილოეთით და სამხრეთით და გამოყოფს მას წყნარი ოკეანისგან. სამხრეთით, ვიტიაზის სრუტის საშუალებით უკავშირდება სოლომონის ზღვას.
ზღვის ფართობი შეადგენს 310 000 კმ²-ს. საშუალო სიღრმეა 1700 მ, მაქსიმალური სიღრმე 2665 მ.
1943 წლის 3 და 4 მარტს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ზღვაში იაპონიის საზღვაო ძალებმა სრული მარცხი განიცადეს. ბრძოლა ისტორიაში „ბისმარკის ზღვის ბრძოლის“ სახელით შევიდა.