ბალუანი (ინგლ. Baluan) — კუნძული წყნარ ოკეანეში, შედის საადმირალოს კუნძულების შემადგენლობაში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულის ფართობი შეადგენს 16 კმ²-ს. 1981 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობამ 300 კაცი შეადგინა. სიმჭიდროვე — 18 კაცი/კმ². ადმინისტრაციულად შედის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციაში.

ბალუანი
მშობ. სახელი: ინგლ. Baluan
გეოგრაფია
ბალუანი — პაპუა-ახალი გვინეა
ბალუანი
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 2°33′30″ ს. გ. 147°17′00″ ა. გ. / 2.55833° ს. გ. 147.28333° ა. გ. / -2.55833; 147.28333
ფართობი 16 კმ²
სიგრძე 5 კმ
უმაღლესი წერტილი 254 (ვულკანი ბალუანი) მ
რეგიონი აილენდსი
პროვინცია მანუსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 300 (1981)
სიმჭიდროვე 18 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

ბალუანი მდებარეობს არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. კუნძულ მანუსიდან დაშორებულია 38 კილომეტრით. უახლოესი კუნძულებია — პაკი, რომელიც მდებარეობს ბალუანიდან 4 კმ-ში, ასევე ლოუ, რომელიც მდებარეობს 10 კმ-ში ჩრდილოეთით.[1]

კუნძულს აქვს ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 5 კილომეტრს. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძული წარმოადგენს პლეისტოცენის პერიოდის ჩამქრალ ვულკანს, რომლის სიმაღლე აღწევს 254 მეტრს[2]. ვულკან ბალუანის ცენტრში მდებარეობს ოვალური ფორმის ფართე ვულკანური კრატერი, რომლის ზომები შეადგენს 0,5 კმ 1 კმ-ზე.[3] მეზობელი კუნძულებისგან განსხვავებით, ბალუანზე ვულკანის ამოფრქვევის დროს უპირატესად ამოდიოდა ბაზალტური და არა ლიპარიტული სამთო ქანები.[2]

კუნძულის ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია, რის გამოც ადგილობრივი ფლორა განსხვავდება დიდი მრავალფეროვნებით, ხოლო თვითონ კუნძული დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით.[3] სანაპირო რაიონებში გვხვდება გეოთერმალური აქტივობა.[1]

საადმირალოს კუნძულების, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბალუანის კუნძული, პირველ ევროპელ აღმომჩენად ითვლება ნიდერლანდელი მოგზაური ვილემ სხაუტენი, რომელმაც შეამჩნია კუნძულები 1616 წელს.[4] 1884 წელს ბალუანი გახდა გერმანიის პროტექტორატის ნაწილი ოკეანეთში. 1914 წელს ბალუანი გადავიდა ავსტრალიის ხელში, და 1921 წლიდან საადმირალოს კუნძულები იმყოფება ავსტრალიის მმართველობის ქვეშ ჯერ ერთა ლიგის, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის საფუძველზე. 1975 წლიდან ბალუანი დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[4]

მოსახლეობა

რედაქტირება

ადგილობრივი მაცხოვრებლები ქრისტიანები არიან. მათი უმრავლესობა ბალუანის ძირძველი ქრისტიანული გაერთიანებული ეკლესიის (ინგლ. Baluan Native Christian United Church) წევრები არიან, რომელიც დაარსებულია 1951 წელს პალიაუ მალოატომის მიერ.[5][6] მისი იდეოლოგიის საფუძველში დევს იმის წარმოდგენა, რომ იესო ქრისტე გაასამართლა ავსტრალიელმა, ხოლო ყველა ქვეყნები, რომლებიც ცუდად ეპყრობოდნენ ახალი გვინეის მაცხოვრებლებს ადრე თუ გვიან წარდგებიან საღვთო სასამართლოს წინაშე. ამიტომ, თუ ავსტრალია არ შეცვლის თავის ურთიერთობას პაპუასებთან, ის გაიმეორებს მესამე რაიხის და იაპონიის იმპერიის გზას, რომლებმაც მარცხი განიცადეს მეორე მსოფლიო ომის დროს. მანამდე აშშ ღმერთის სახელით გამოდის გამანთავისუფლებლად.[7] ფაქტობრივად ამ რელიგიური მოძრაობის გამოჩენა გახდა პასუხი კუნძულელთა შევიწროვებაზე კოლონიალური ადმინისტრაციის მხრიდან ავსტრალიის სახით.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Baluan. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-20. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  2. 2.0 2.1 Baluan. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  3. 3.0 3.1 Baluan Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  4. 4.0 4.1 Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.
  5. Baluan Native Christian United Church (Melanesian Independant Church). OWR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  6. Kais, Kakak.. (1998) The Paliau Movement. PAPUA NEW GUINEA - BUAI DIGITAL PROJECT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  7. Tony Swain, G. W. Trompf, The religions of Oceania, Routledge, 1995. — P. 185, 244 p, ISBN 0415060192.
  8. Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 93, 256 p, ISBN 1845452690.