ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მალტას აქვს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით (Csa),[1][2] ძალიან რბილი ზამთრით და თბილი ზაფხულით. წვიმა ძირითადად ზამთარში მოდის, ზაფხული ძირითადად მშრალია. ტროლ-პაფენის კლიმატის კლასიფიკაციის[3] და ზიგმუნდ/ფრანკენბერგის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით,[4] მალტა მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, 35ºN განედზე.


საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები მალტაში
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური ტემპერატურა (°C) 16 16 17 20 24 29 32 32 29 25 21 17 Ø 23,2
მინიმალური ტემპერატურა (°C) 10 9 11 12 16 19 22 23 21 18 15 12 Ø 15,7
ნალექები (მმ) 99 60 44 21 16 4,6 0,3 13 59 83 92 109 Σ 600,9










16
10
16
9
17
11
20
12
24
16
29
19
32
22
32
23
29
21
25
18
21
15
17
12
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ







99
60
44
21
16
4,6
0,3
13
59
83
92
109
  იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
წყარო: Meteo Climate (1981-2010)

ტემპერატურა

რედაქტირება

საშუალო წლიური ტემპერატურა დღის განმავლობაში დაახლოებით გახლავთ 23 °C (73 °F) და ღამით 16 °C (61 °F). ყველაზე ცივ თვეში – იანვარში – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 12-დან 20 °C-მდე (54-დან 68 °F-მდე) დღის განმავლობაში, ხოლო მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 6-დან 12 °C-მდე (43-დან 54 °F-მდე) ღამით. ყველაზე თბილ თვეში – აგვისტო – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28-დან 34 °C-მდე (82-დან 93 °F-მდე) დღის განმავლობაში და მინიმალური 20-დან 24 °C-მდე (68-დან 75 °F-მდე) ღამით.

ზოგადად, აპრილში ტემპერატურა არის 17–22 °C (63–72 °F) დღის განმავლობაში და 10–14 °C (50–57 °F) ღამით. ნოემბერში ტემპერატურა არის 17–23 °C (63–73 °F) დღის განმავლობაში და 11–18 °C (52–64 °F) ღამით. თუმცა, ზამთარში ტემპერატურა ზოგჯერ აღწევს 20 °C-ს (68 °F). მარტში ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა ხშირად აღემატება 20 °C-ს (68 °F)

მალტას აქვს ყველაზე თბილი საშუალო ტემპერატურა ევროპაში. ევროპის კონტინენტის ყველა დედაქალაქს შორის, ვალეტას - მალტის დედაქალაქს აქვს ყველაზე თბილი ზამთარი, სადაც საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 16 °C (61 °F) დღის განმავლობაში და 10 °C (50 °F) ღამით. მარტსა და დეკემბერში საშუალო ტემპერატურა არის დაახლოებით 17 °C (63 °F) დღის განმავლობაში და 11 °C (52 °F) ღამით.[5] მალტაში ტემპერატურის დიდი რყევები იშვიათია.

მალტა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი ევროპაში, რომელსაც აქვს USDA გამძლეობის ზონა 11a, ანუ ყოველწლიურად დაფიქსირებული საშუალო აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა არის 4,4-დან 7,2 °C-მდე (39,9-დან 45,0 °F-მდე).

დღის სინათლე

რედაქტირება

მალტაში ზამთრის დღეები არც ისე მოკლეა, როგორც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დღის სინათლის საშუალო დრო 10,3 საათი[6] (შედარებისთვის: ლონდონში,[7] მოსკოვსა[8] და ვარშავაში[9] დღის სინათლის საშუალო დრო 8 საათია). წლის უმოკლეს დღეს - 21 დეკემბერს - მზე ამოდის დაახლოებით 7:00 საათზე და ჩადის დაახლოებით 17:00 საათზე. წლის ყველაზე გრძელ დღეს - 21 ივნისს - მზე ამოდის დაახლოებით 5:30-ზე და ჩადის დაახლოებით 20:30-ზე.[10]

დღის სინათლის საშუალო დრო[11]
დრო იან თებ მარ აპრ მაისი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
დღე 10 10.8 11.9 13 14 14.5 14.3 13.5 12.3 11.2 10.2 9.8
ბინდი/ღამე 14 13.2 12.1 11 10 9.5 9.7 10.5 11.7 12.8 13.8 14.2

ზღვის ტემპერატურა

რედაქტირება

ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურა არის 20 °C (68 °F) (ყველაზე მაღალი წლიური ზღვის ტემპერატურა ევროპაში). ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით 6 თვეში ზღვის საშუალო ტემპერატურა აჭარბებს 20 °C (68 °F). მაისში და დეკემბერში - გარდამავალ თვეებში - საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 18 °C (64 °F). აპრილის მეორე ნახევარში, რომელიც არის ზაფხულის/დასვენების სეზონის დასაწყისი, ზღვის საშუალო ტემპერატურაა 17 °C (63 °F). ზღვის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 27 °C (81 °F) აგვისტოს შუა მე-3 კვირაში. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 26°C-მდე (79°F), ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში 25°C-მდე (77°F). დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ის ეცემა 24 °C-მდე (75 °F), ხოლო ოქტომბრის ბოლო კვირაში ეცემა 23 °C-მდე (73 °F). ნოემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 22 °C (72 °F) (2010 წლის მონაცემები).[12]

ზღვის საშუალო ტემპერატურა MaltaWeather.com-ის მიხედვით
იან თებ მარ აპრ მაისი ივნ ივლისი აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ წელიწადი
15,4 °C (59,7 °F) 14,9 °C (58,8 °F) 15,0 °C (59,0 °F) 15,9 °C (60,6 °F) 17,5 °C (63,5 °F) 21,1 °C (70,0 °F) 24,1 °C (75,4 °F) 25,8 °C (78,4 °F) 25,2 °C (77,4 °F) 23,2 °C (73,8 °F) 20,6 °C (69,1 °F) 17,4 °C (63,3 °F) 20 °C (68 °F)
ზღვის საშუალო ტემპერატურა seatemperature.org-ის მიხედვით
იან თებ მარ აპრ მაისი ივნ ივლისი აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ წელიწადი
16,1 °C (61,0 °F) 15,4 °C (59,7 °F) 15,4 °C (59,7 °F) 16,3 °C (61,3 °F) 18,7 °C (65,7 °F) 22,6 °C (72,7 °F) 25,5 °C (77,9 °F) 26,1 °C (79,0 °F) 25,5 °C (77,9 °F) 23,4 °C (74,1 °F) 21,2 °C (70,2 °F) 18,1 °C (64,6 °F) 20 °C (68 °F)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The World Factbook. Cia.gov. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  2. http://www.doi.gov.mt/en/islands/location.asp დაარქივებული 31 May 2009 საიტზე Wayback Machine.
  3. Tiscali Webspace. Web.tiscali.it. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  4. PH Heidelberg. Klimakarte der Erde: Pädagogische Hochschule Heidelberg. Ph-heidelberg.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-14. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  5. http://www.maltairport.com/weather/page.asp?p=17148&l=1 დაარქივებული 6 September 2010 საიტზე Wayback Machine.
  6. Climate Data for Luqa. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 15 October 2012
  7. London Climate and Weather Averages, UK. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  8. Moscow Climate and Weather Averages, Russia (Europe). Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  9. Warsaw Climate and Weather Averages, Poland. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
  10. City weather: The weather for Maltese Islands, Malta. Weathercast.co.uk (2007-01-30). ციტირების თარიღი: 2015-06-01
  11. Archived copy. ციტირების თარიღი: 2 January 2015
  12. Valletta Climate Guide. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 5 June 2009
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მალტის_კლიმატი“-დან