მაილინდა კელმენდი
მაილინდა კელმენდი (ალბ. Majlinda Kelmendi; დ. 9 მაისი 1991[1][2], პეჩი, კოსოვო) — კოსოვოელი-ალბანელი[3] ძიუდოისტი,[4] მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორი ევროპული ტიტულით.[5] იგი ასპარეზობს 52 კგ წონით კატეგორიაში.
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ალბანელი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 9 მაისი, 1991 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | პეჩი კოსოვო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 163 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 52 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | კოსოვო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ძიუდო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2014 წელს, მაილინდა მოხვდა IJF ქალთა მსოფლიო პრესტიჟული სარეიტინგო სიის სათავეში,[6][7] რისთვისაც მას კოსოვოს პრეზიდენტმა ატიფეტე იაჰიაგამ "საპრეზიდენტო ღირსების მედლით" დააჯილდოვა.[8] 2016 წლის 7 აგვისტოს, იგი გახდა პირველი კოსოვოელი სპორტსმენი, რომელმაც გაიმარჯვა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.[9] 2012 წელს, იგი წარმოადგინა ალბანეთი, მაგრამ ვერ მოიპოვა გამარჯვება.[10]
კარიერა
რედაქტირებადაიბადა კოსოვოს ქალაქ პეჩიში, ხოლო 1999 წელს დაკავდა ძიუდოთი. მისი ამჟამინდელი მწვრთნელია დრიტონ კუკა.[11][12]
2009 წელს, კელმენდიმ მოიგო ოქროს მედალი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსებს შორის პარიზში.[13] 2010 წელს, მან მე-5 ადგილი დაიკავა უმცროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოში[14] და მე-9 ადგილზე გავიდა 52 კგ წონით კატეგორიაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ტოკიოში, იაპონია.[15] 2012 წლის ოლიმპიადაზე პირველ რაუნდზე დაამარცხა ჯაანა სანდბერგი, მაგრამ მეორე რაუნდზე წააგო კრისტიან ლეგენტილს.[16]
2013 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, კელმენდიმ კოსოვოს მოაპოვებინა პირველი მსოფლიოს ტიტული ძიუდოში, როდესაც იგი დაამარცხა ბრაზილიელი ერიკა მირანდა ოქროს მედლის მატჩზე -52 კგ კატეგორიაში, რიო-დე-ჟანეიროში. ეს იყო პირველი მედალი, მას შემდეგ, რაც კოსოვომ მოიპოვა თავისუფლება. კელმენდიმ შეინარჩუნა ძიუდოში მსოფლიოს ტიტული 2014 წელსაც. იგი მხოლოდ ორჯერ დამარცხდა 2013 წელს.[17] ხოლო მომდევნო წელს ტრავმის გამო, ვერ იასპარეზა.
2016 წლის თებერვალს, მან მოიგო ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე, რაც მისი ზედიზედ მესამე ტიტულია, 2014 და 2015 წლის გამარჯვების შემდეგ.[18] ორი თვის შემდეგ, მან მოიპოვა ოქროს მედალი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 2016-ზე ყაზანში, რუსეთი.[19] 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იგი გახდა პირველი კოსოვოს სპორტსმენი, რომელიც მოიგო ოქროს მედალი, აგრეთვე ეს მედალი კოსოვოს პირველი ოლიმპიური მედალია.
ეროვნული ნაკრების წარმომადგენლობა
რედაქტირებასაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინააღმდეგობის გამო, კელმენდიმ ვერ წარმოადგინა კოსოვო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში და კოსოვოს ნაცვლად წარმოადგინა ალბანეთი.[20]
2014 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი და მისცა მას სრული წევრობის უფლება 2014 წლის 9 დეკემბერს.[21][22] 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობით, კოსოვო პირველად იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე.[23] კელმენდი რიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე კოსოვო მედროშე იყო.[24] კელმენდი კოსოვოს გარდა, არის ალბანეთის მოქალაქეც.
მედლები
რედაქტირებაწყარო:[25]
- 2009
- მსოფლიოს თასი -52 კგ, პრაღა
- 2010
- მსოფლიოს თასი -52 კგ, სოფია
- ევროპის თასი -52 კგ, სარაევო
- გრანპრი -52 კგ, ტუნისი
- მსოფლიოს თასი -52 კგ, ტალინი
- 2011
- მსოფლიოს თასი -52 კგ, სოფია
- გრანპრი -52 კგ, დიუსელდორფი
- მსოფლიოს თასი -52 კგ, ლისაბონი
- მსოფლიოს თასი -52 კგ, რომი
- მსოფლიოს თასი -52 კგ, მინსკი
- გრანპრი -52 კგ, აბუ-დაბი
- გრანპრი -52 კგ, ამსტერდამი
- 2012
- ევროპის თასი -52 კგ, პრაღა
- მსოფლიოს თასი -52 კგ, რომი
- მსოფლიოს თასი -52 კგ, სტამბოლი
- გრანპრი -52 კგ, აბუ-დაბი
- 2013
- გრან სლემი -52 კგ, პარიზი
- გრანპრი -52 კგ, დიუსელდორფი
- გრანპრი -52 კგ, სამსუნი
- ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, ბუდაპეშტი
- IJF World Masters -52 კგ, ტიუმენი
- მსოფლიოს ჩემპიონატი -52 კგ, რიო-დე-ჟანეირო
- 2014
- გრან სლემი -52 კგ, პარიზი
- გრანპრი -52 კგ, სამსუნი
- ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, მონპელიე
- გრანპრი -52 კგ, ბუდაპეშტი
- მსოფლიოს ჩემპიონატი -52 კგ, ჩელიაბინსკი
- გრან სლემი -52 კგ, აბუ-დაბი
- 2015
- გრან სლემი -52 კგ, პარიზი
- გრან სლემი -52 კგ, აბუ-დაბი
- 2016
- გრან სლემი -52 კგ, პარიზი
- ევროპის ჩემპიონატი -52 კგ, ყაზანი
- გრანპრი -52 კგ, ბუდაპეშტი
- ოლიმპიური თამაშები -52 კგ, რიო-დე-ჟანეირო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kosovo: Majlinda, the judo star. BalcaniCaucaso. ციტირების თარიღი: 28 August 2013.
- ↑ The Olympics Interview: Majlinda Kelmendi. FP. ციტირების თარიღი: 28 August 2013.
- ↑ London 2012: Judoka's Kosovo Olympic bid turned down. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
- ↑ Majlinda Kelmendi. BBC. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
- ↑ Kosovo Albanian judoka Majlinda Kelmendi wins the European Judo Championships 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ Kelmendi and Tchrikishvili crowned IJF Prestige World Ranking List winners. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
- ↑ Vizer shpall Majlindën më të mirën në botë. Telegrafi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 December 2014.
- ↑ Majlinda Kelmendi dekorohet me Medaljen Presidenciale të Meritave. Telegrafi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
- ↑ MacPhail, Cameron. (7 August 2016) Majlinda Kelmendi makes history with victory in women's judo as Kosovo wins first ever gold medal. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ BBC Sport - London 2012 Olympics - Majlinda Kelmendi : Albania, Judo. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
- ↑ Browne, Luke. The Olympics Interview: Majlinda Kelmendi. Financial Times. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Eades, David (21 July 2012). „Politics bears down on 2012 hopeful Majlinda Kelmendi“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 2 July 2013.
- ↑ Mark Lowen (17 September 2010). „BBC Sport – Politics bears down on 2012 hopeful Majlinda Kelmendi“. news.bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
- ↑ IJF World Championship Juniors 2010 – 52kg category results. IJF website. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 February 2013.
- ↑ World Championships 2010 – 52kg category results. IJF website. International Judo Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 February 2013.
- ↑ London 2012: 48-52kg halflightweight women - Olympic Judo. Olympic.org. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
- ↑ T.P. Grant. (26 August 2014) 2014 World Judo Championships Day 2: Men's -60kg and Women's. Bloody Elbow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2016.
- ↑ JudoInside - News - Majlinda Kelmendi claims third title in Paris.
- ↑ IJF live results.
- ↑ Jackson, Jamie (29 July 2012). „London 2012: Judo's Majlinda Kelmendi still fighting for recognition“. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Karolos Grohmann. (23 October 2014) Olympics: IOC has no concerns over Kosovo recognition. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2016.
- ↑ "Kosovo to compete at Rio 2016 Olympics after recognition from IOC", Associated Press, 9 December 2014.
- ↑ Kosovo given go-ahead by IOC to take part in 2016 Olympics. the Guardian.
- ↑ Majlinda Kelmendi carries the flag of Kosovo at Rio 2016. 100Judo.com. ციტირების თარიღი: 9 December 2014.
- ↑ Majlinda Kelmendi, Judoka, JudoInside. ციტირების თარიღი: 8 August 2016.