ატიფეტე იაჰიაგა (დ. 20 აპრილი 1975, ჯიაკოვიცა, სერბეთი) — კოსოვოელი პოლიტიკოსი და პოლიციის ოფიცერი.[1]. კოსოვოს მეოთხე პრეზიდენტი.

ატიფეტე იაჰიაგა
ატიფეტე იაჰიაგა
კოსოვოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აპრილი, 2011 – 7 აპრილი, 2016
წინამორბედიიაკუბ კრასნიჩი
მემკვიდრეჰაშიმ ტაჩი

დაბადებული20 აპრილი, 1975
ჯიაკოვიცა, სერბეთი
რელიგიაისლამი

დაამთავრა პრიშტინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ქვეყნის პრეზიდენტობამდე ასრულებდა რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობას.[1] 2000 წლიდან აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

22 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ალბანელი ბიზნესმენი ბეგჯეტ პაკოლი აირჩია, რომელიც პარტიას "ალიანსი ახალი კოსოვოსთვის" ხელმძღვანელობს და რუსეთთან მყარი საქმიანი კავშირები აქვს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი განიხილა და განაცხადა, რომ პაკოლი კანონის დარღვევით აირჩიეს.[2] სწორედ ამის შემდეგ 4 აპრილს პაკოლიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო 7 აპრილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება