მაია დერენი
მაია დერენი (ინგლ. Maya Deren; დ. 29 აპრილი, 1917, კიევი, რუსეთი (ამჟამად უკრაინა) — გ. 13 ოქტომბერი, 1961, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ) — დაბადებით ელეონორა დერენკოვსკა (უკრ. Елеоно́ра Деренко́вська) — წარმოშობით უკრაინელი, ამერიკელი რეჟისორი, 1940-1950-იანების ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დერენი აგრეთვე იყო ქორეოგრაფი, მოცეკვავე, კინოს თეორიტიკოსი, პოეტი, ლექტორი, მწერალი და ფოტოგრაფი.
მაია დერენი | |
---|---|
დერენი თავის ფილმში „შუადღის შემდგომი ქსელები“ | |
დაიბადა | ელეონორა დერენკოვსკა 29 აპრილი, 1917 კიევი, რუსეთი (ამჟამად უკრაინა) |
გარდაიცვალა | 13 ოქტომბერი, 1961 (44 წლის) ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები |
ეროვნება | უკრაინელი |
განათლება | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ახალი სკოლა, სმიტის კოლეჯი |
საქმიანობა | რეჟისორი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მწერალი |
მეუღლე | გრეგორი ბერდეკი (1935-1939)
ალექსანდრ ჰეკენშმიდი (1942-1947) ტეიძი იტო (1960-1961; დერენის სიკვდილამდე) |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამაია დერენი 1917 წლის 29 აპრილს კიევში, უკრაინაში დაიბადა. იგი მარი ფიდლერისა და სოლომონ დევიდ დერენკოვსკის ერთადერთი შვილია.
1922 წელს მისი ოჯახი აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდა. მოგვიანებით ოჰაიოში ოჯახის წევრებთან ერთად დასახლდნენ. ამ დროს დერენის მამა სირაკიუსის უნივერსიტეტში მედიცინას შეისწავლიდა. მალევე მან ფსიქიატრის წოდება მიიღო, ხოლო 1928 წელს დერენკოვსკები აშშ-ს მოქალაქეები გახდნენ და გვარი შეიმოკლეს.
დერენი 1930 წლიდან 1933 წლამდე ჟენევაში, შვეიცარიაში ცხოვრობდა. სირაკიუსში 1933 წელს დაბრუნდა და სირაკიუსის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა დაიწყო.
1935 წელს იგი გრეგორი ბერდეკზე დაქორწინდა და ისინი ნიუ-იორკში გადავიდნენ. დერენიც და მისი ქმარიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამერიკულ სოციალისტურ მოძრაობაში.
1936 წელს დერენმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა. 1938 წელს ის და ბერდეკი განქორწინდნენ, ხოლო 1939 წელს დერენმა სმიტის კოლეჯში დაასრულა სწავლა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით.[1]
კინო-კარიერა
რედაქტირება1942 წელს იგი კინოოპერატორ ალექსანდრ ჰაკენშმიდზე (საშა ჰამიდი) დაქორწინდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო. 1943 წელს დერენმა სახელი შეიცვალა და მაია დაირქვა. სწორედ ამ წელს დაინტერესდა იგი კინემატოგრაფით.
მან და ჰამიდმა 1943 წელს ერთობლივად გადაიღეს ექსპერიმენტორული ფილმი „შუადღის შემდგომი ქსელები“. ფილმი ეხება დროს, რეალობასა და ფანტაზიას, სიზმარს და მის ინტერპრეტაციებს.
თავისი ფილმების ჩვენებების გამართვა დაიწყო აშშ-ში, კანადაში, კუბაში. წერდა ავანგარდული კინოს თეორიას.
დერენი შთაგონება იყო ისეთი ავანგარდისტი რეჟისორებისთვის, როგორებიც არიან კურტის ჰარინგტონი, სტენ ბრეკჰეიჯი. დერენის გავლენების ნახვა ასევე შესაძლებელია ბარბარა ჰამერის, სუ ფრიდრიხის და სხვების ფილმებში.[2]
გარდაცვალება
რედაქტირებადერენი 1961 წელს, 44 წლის ასაკში თავის ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა.
მისი ფერფლი იაპონიაში, ფუძის მთაზე მიმოაბნიეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Maya Deren კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Maya Deren Forum
- Deren bibliography (via UC Berkeley)
- Martina Kudláček (director of "In the Mirror of Maya Deren") by Robert Gardner BOMB 81/Fall 2002
- Maya Deren Collection at Boston University's Howard Gotlieb Archival Research Center
- Divine Horsemen (book): excerpts
- Article on Maya Deren: seven films that guarantee her legend
- Maya Deren biography from Jewish Women's Archive
- Journal from MIT Seeing the Invisible: Maya Deren’s Experiments in Cinematic Trance
- Maya Deren Biography from Project MUSE
- Article from USC Cinematic Arts
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ https://www.moma.org/calendar/exhibitions/1096