მაია ახალკაცი

ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაია ახალკაცი (დ. 30 დეკემბერი, 1959, შილდა) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

მაია ახალკაცი
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1959(1959-12-30)[1] (64 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი, პედაგოგი და ბოტანიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი).

1985-1986 წლებში — ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986-1992 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997-2012 წლებში — საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ თავმჯდომარე. 2002 წლიდან — ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარის გენეტიკური რესურსების განყოფილების გამგე. 2013 წლიდან — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1997 წელს — მეცნიერთა გაცვლის საერთაშორისო ფონდის (IREX) სტიპენდიატი. 1997-1999 წლებში — ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატი. 2015 წლიდან — საქართველოს ბოტანიკური თანასაზოგადოების დამფუძნებელი. მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეთა ანატომია, მორფოლოგია და რეპროდუქცია, ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა გენეტიკური რესურსები და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 88 სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა: მცენარეთა ანატომია, მცენარეთა მორფოლოგია, მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგია ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა კონსერვაცია, მცენარეთა გენეტიკური რესურსები, მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები, მცენარეთა ჯიშების მოშინაურება, სამკურნალო მცენარეები, მიკროსკოპია და ა.შ. 1992, 1993, 1994, 2000 და 2001 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში. 2010 წელს — გინესის უნივერსიტეტში. 1997 წელს — აშშ-ში. წლების განმავლობაში სამეცნიერო პროექტებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში. 2004 წელს იმყოფებოდა იუტას შტატში ამერიკის ბოტანიკოსთა საზოგადოების ყრილობაზე, გამოვიდა მოხსენებით. 2007 წელს იმყოფებოდა ჰამბურგში გერმანიის ბოტანიკოსთა საზოგადეობის ყრილობაზე, გამოვიდა მოხსენებით. 2012 წელს მიღებული აქვს „საბადოების სიცოცხლის პრემია“ და ისააკ ნიუტონის სახელობის სამეცნიერო პრემია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Urticaceae-ს ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ტრიქომების ულტრასტრუქტურა“, დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები“, დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნატურა 2000 ჰაბიტატების მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება საქართველოში, თბილისი, 2018, გვ. 446
  • მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები, თბილისი, 2017, გვ. 184
  • სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება=Conservation and sustainable utilization of rare medicinal plants in Samtskhe-Javakheti, თბილისი, საქ. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, 2008, გვ. 212

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 93

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_ახალკაცი“-დან