ლენქორანის დაბლობი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ლენქორანის დაბლობი — დაბლობი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, კასპიის ზღვასა და თალიშის მთებს შორის.
ლენქორანის დაბლობი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია. ეს არის მცირედ დაქანებული დაბლობი, რომელიც ოთხი ტერასით გადადის კასპიის ზღვისკენ.
დაბლობი ძირითადად შედგება თიხის, ქვიშისა და კენჭებისაგან. მისი სიგანე მერყეობს 5-6 კილომეტრიდან სამხრეთით და ჩრდილოეთით 25-30 კილომეტრით. მის ტერიტორიაზე და კასპიის ზღვის მიმდებარედ წყლის მიდამოებში მდებარეობს ყიზილაღაჯის ნაკრძალი და ყურე.
კასპიის ზღვის სანაპიროზე არის ჭაობიანი ადგილები. ნიადაგი არის სუბტროპიკული და ძლიერად იზოლირებულია ტყით. ლენქორანის დაბლობის ფერდობებზე შემორჩენილია წაბლის, ფოთლოვანი მუხისა და გაქვავებული ხეების უნიკალური რელიქტური „ჰირკანური“ ტყეები.
გეოგრაფიულად, ლენქორანის დაბლობი მიეკუთვნება ბუნებრივ პროვინციას. ეს პროვინცია მოიცავს 5 ადმინისტრაციულ ოლქს: ასტარა, ლენქორანი, მასალი, ლერიქი და იარდიმლი. ამავდროულად, ჯალილაბადის რაიონის ნაწილი შედის ამ პროვინციაში. ტერიტორიის საერთო ფართობი 4500 კმ²-ზე მეტია.
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი სუბტროპიკული ოკეანეურია. წლის განმავლობაში ნალექები ეცემა 1225 მმ, ხოლო დაბალმთიან სარტყელში 1400-1700 მმ (მაქსიმუმ ზამთარში). ივნისი და ივლისი - ყველაზე მშრალი თვეებია, სწორედ ამ თვეებში ნალექები მინიმუმამდეა დაყვანილი. ზაფხული ცხელია, ხოლო ზამთარი მკვეთრად ზომიერი.
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის ძირითადი დარგებია ტურიზმი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, საკვები, ხე-ტყის წარმოება, თამბაქო, ქაღალდის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა (ციტრუსები, ბრინჯი, ხორბალი, ჩაი, ბამბა, შაქარი, ყვავილები, ვაშლი, ატამი, კივი, კიტრი და ხახვი) თევზაობა; რეგიონში არის რკინისა და ქვანახშირის საბადოები.
ფაუნა
რედაქტირებალენქორანის დაბლობი საკმაოდ გამორჩეულია ამ კუთხით. ვხვდებით რამდენიმე ენდემური ჯიშის ფრინველს. ლენქორანის დაბლობზე გავრცელებული ფრინველებიდან აღსანიშნავია: ხონთქრის ქათამი, დურაჯი, ივეოსი, ფლამინგო, გედი, ბატი და მელოტა.
ფლორა
რედაქტირებალენქორანის დაბლობის ტერიტორია ძირითადად დაფარულია ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებით. ასევე საკმაოდ ხშირი ტყით. ჭაობებში შემონახულია მურყანის ხშირი ტყეები. ლანკარნის დაბლობის ჭაობში იზრდება ლოტუსი. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ძირითადად არიან აზერბაიჯანელები, გაშენებული აქვთ ჩაის პლანტაციები, ბრინჯის მინდვრები და ხეხილის ბაღები, რეგიონში განვითარებულია ბოსტნეულის მოშენება, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ленкоранская низменность — статья из Большой советской энциклопедии.
- Азербайджан: Общегеографическая карта / сост. и подгот. к изд. ПКО «Картография» в 2005 г.; гл. ред. Г.В. Поздняк; ред. Г.Ф. Кравченко, Н.Р. Монахова. — 1:750 000, 7,5 км в 1 см. — М., 2005 (М.: ПКО «Картография»).