კენჭი — სხვადასხვა ხარისხის მომრგვალო, ჩვეულებრივ, მოსწორებული ზედაპირის მქონე ნატეხი ქანები, რომელთა დიამეტრი მერყეობს 1-იდან 10 სმ-მდე. ზომებით, როგორც წესი გრანულებზე უფრო დიდია. შეფერილობა და ტექსტურა სხვადასხვაგვარია. წარმოიქმნება მდინარეული წყლის, ტბიური ან ზღვიური ტალღების მოქმედების შედეგად. ზღვიური წარმოშობის კენჭს მდინარეულ კენჭთან შედარებით ბრტყელი ფორმა აქვს. სიდიდის მიხედვით განასხვავებენ წვრილ (1-2,5 სმ), საშუალო (2,5-5 სმ) და მსხვილ (5-10 სმ) კენჭებს. იყენებენ ძირითადად გზის მშენებლობის დროს.

კენჭი
Pebbleswithquarzite.jpg
კენჭი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

ლიტერატურარედაქტირება

  • Геологический словарь. Том 1. А-Й. Санкт-Петербург, 2010 г., 432 стр.,