ყიზილაღაჯის ნაკრძალი

ყიზილაღაჯის ნაკრძალი (აზერ. Qızılağac Dövlət Təbiət Qoruğu) — სახელმწიფო ნაკრძალი აზერბაიჯანში. მდებარეობს ლენქორანის რაიონში. ნაკრძალი შეიქმნა 1929 წელს და მისი მიზანი აქ მობინადრე ფრინველების დაცვა იყო. ნაკრძალი ფართობით უდიდესია აზერბაიჯანში — 88 360 ჰექტარი, საიდანაც 45 ათასი დაკავებული აქვს სრუტის აკვატორიას. რელიეფი ვაკიანია, ნაკრძალის ტერიტორია წარმოადგენს მოსწორებულ ნახევრადუდაბნოს მარილიანი ნიადაგებით.[1]

ყიზილაღაჯის ნაკრძალი

Qızılağac Dövlət Təbiət Qoruğu

ყიზილაღაჯის ნაკრძალი
მდებარეობა ლენქორანის რაიონი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უახლოესი ქალაქი ლიმანი
ფართობი 88360 ჰა
დაარსდა 3 ივნისი, 1929

ნაკრძალის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების სიუხვე. ზამთრის პერიოდში აქ ბუდობენ როგორც მდინარის, ისევე ყვინთია იხვები, ბატები, გედები, ყარყატები, ხონთქრის ქათმები, დურაჯები, ფლამინგოები, წეროები და ა. შ. ნაკრძალში გვხვდება აგრეთვე ტახი და მგელი. წყალსატევებში არის ბევრი თევზი. მიმდებარე ტერიტორია და აკვატორია შეტანილია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში. აზერბაიჯანის „წითელ წიგნში“ შეტანილ ფრინველთა უმრავლესობა ნაკრძალისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს.

ნაკრძალის ისტორია

რედაქტირება
 
ეგვიპტური ყარყატი სსრკ საფოსტო მარკაზე დატანილი 1976 წელს, მიძღვნილი ნაკრძალისადმი

ყიზილაღაჯის სრუტე რუკაზე პირველად 1720 წელს დაიტანეს. 1926 წელს დიდი და პატარა ყიზილაღაჯის სრუტის აკვატორია, ასევე ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ამ რაიონებს ემიჯნება, გამოცხადდა ნაკრძალად.[2] 2001 წლისთვის ნაკრძალის ჭარბტენიანი და მიმდებარე ტერიტორიების ფართობი იყო 99 060 ჰა. იგეგმება ნაკრძალის ტერიტორიის გაფართოება მიმდებარე 100 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ხარჯზე, აზერბაინში პირველი ზღვისპირა ეროვნული პარკის შექმნის მიზნით, რეგიონის მონახულების მსურველი ტურისტების ზრდადი რაოდენობიდან გამოდინარე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ленкоранская низменность // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 260.
  2. д.б.н. В. Бабенко Кызылагач — птичье пристанище 2005