ლერიქის რაიონი
ლერიქის რაიონი (აზერ. Lerik) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს ირანის საზღვართან სამხრეთ აზერბაიჯანში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლერიქი. რაიონის სატელეფონო კოდია (+994) 25.[1]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ლერიქის რაიონი აზერ. Lerik rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | Lerik | |
კოორდინატები | 38°47′00″ ჩ. გ. 48°25′00″ ა. გ. / 38.78333° ჩ. გ. 48.41667° ა. გ. | |
მმართველი | Rovshan Bagirov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1084 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 84 711 (2019) | |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | |
სატელეფონო კოდი | 157 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 4300 | |
საავტომობილო კოდი | 43 | |
ოფიციალური საიტი | http://lerik-ih.gov.az | |
| ||
ისტორია
რედაქტირებალერიქის ოლქი შეიქმნა 1930 წლის აგვისტოში. მას 1938 წლის იანვრამდე ეწოდებოდა ზუვანდის ოლქი. რაიონის შემადგენლობაში შედის ერთი ქალაქი და 161 სოფელი, რომელთა საერთო ფართობი 1084 კვადრატული კილომეტრია. რაიონში არის 29 მუნიციპალიტეტი. 2008 წლის 13 ივნისის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ლერიქის დასახლებას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
რაიონ ლერიქის ტერიტორია ერთ–ერთი უძველესი დასახლებაა აზერბაიჯანში. არსებობს რამდენიმე გამოქვაბულის ნასახლარი, რომლებიც ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნებიან. აქ აღმოაჩენილია ქვის ხანის დროინდელი სხვადასხვა ნივთები. გამოქვაბული სახელწოდებით „Buzeyir“ ყველაზე ძველი დასახლებაა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. XVIII და XIX საუკუნეებში, ფრანგმა არქეოლოგმა ჟაკ დე მორგანმა, კ. ჩაფერმა და მისმა ძმამ ჰენრი მორგანმა ამ ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების დროს უწოდეს „არქეოლოგიური სამოთხე“. მორგანმა ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები ლერიქის სოფელ ვერში, გიზილბაშლარის სასაფლაოზე.[2][3]
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ასადულა ჯაფაროვმა, ჩაატარა სამეცნიერო გამოკვლევები ლერიქის რაიონის ტერიტორიაზე და პირველად აღმოაჩინა უძველესი ადამიანის ნასახლარი, რომელიც მიეკუთვნებოდა პალეოლითის ხანას.
ხალხი
რედაქტირებალერიქი ცნობილია მისი ზოგიერთი მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობით. იგი ცნობილია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მითებით; ადამიანი, სახელად შირალი მუსლიმოვი, დაიბადა სოფელ ბარზავუში, ეს ადამიანი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარდაიცვალა 168 წლის ასაკში, ითვლება, რომ იგი ცხოვრობდა 1805 წლიდან 1973 წლამდე.[4] ლერიქის რაიონის მოსახლეობა თანაბრად შედგება აზერბაიჯანელებისა და თალიშებისგან. ორივე პოპულაცია ვრცელდება საზღვრის ორივე მხარეს. 1939 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანის სსრ ლერიქის მხარეში თალიშები შეადგენდნენ 68,9%-ს, ხოლო აზერბაიჯანელები კი 29.1%-ს. 1959 წლის აღწერის მონაცემებით ამ მხარეში აზერბაიჯანელები შეადგენდნენ 98,7%-ს.[5] თალიშის საზოგადო მოღვაწის, ფ. აბოსძოდის თანახმად, საბჭოთა აზერბაიჯანში თალიშების არსებობა უარყვეს და ისინი ჩაწერეს როგორც „აზერბაიჯანელები“.[6]
ეკონომიკა
რედაქტირებარაიონი მთიანი რელიეფისგან შედგება, სადაც მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. საშუალოდ წლიურად, 1454 ჰექტარზე 2 790 ტონა მარცვლეულს თესავენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-10-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Şəhərlərarası telefon kodları. Aztelekom İB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 19 August 2015. (აზერბაიჯანული)
- ↑ Azärbaycan arxeologiyası: Daş dövrü.
- ↑ LATE BRONZE AND IRON AGE STONE BOX, KURGAN GRAVES AND SETTLEMENTS OF SOUTHEAST REGION OF AZERBAIJAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-17. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
- ↑ Lerik - Azerbaijan - Azerb.com
- ↑ АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ ССР (1939 г.)
- ↑ Ставка на Талышей