მელოტა
მელოტა (ლათ. Fulica atra) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა, ავსტრალიაში. საქართველოშიც ბუდობს. იგი უმთავრესად იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბარებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და რიგ ტბებზე (პალიასტომი). მელოტა კარგად ცურავს და ყვინთავს. წყალში ჩაყურყუმალებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია. იგი დებს 6–15 კვერცხს; ბარტყების გამოჩეკას 20–21 დღე-ღამე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკისთანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას. იკვებება წყლის მცენარეებით, მოლუსკებით, მწერებით. სანადირო ობიექტია.
მელოტა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Fulica atra (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22692913 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი
წლიური არეალი
გამოზამთრების ადგილი | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 560.
- გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ., 1969.