კურდღელი-ტოლაი

ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა

კურდღელი-ტოლაი[1] (ლათ. Lepus tolai) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა.

კურდღელი-ტოლაი
Lepus tolai; Baikonur 03.jpg
მოზარდი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lepus tolai (Pallas, 1778)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41308
გავრცელება
Tolai Hare area-edit.png

სხეულის სიგრძეა 55 სმ, ყურებისა 12 სმ-მდე, მასა 1,5–2,8 კგ. შეფერილობა რუხია, მურა და ჟანგმიწოვანი ტონებით, ახასიათებს მუქი და ღია საფარი (ფხისებრი) ბეწვის მონაცვლეობა; ყურის ბოლოები მუქია, მუცლის მხარე და ყელი — თეთრი. ზამთრის ბეწვი უფრო ღიაა.

ბინადრობს აზიის უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარტყელში; მთებში ზღვის დონიდან 3000 სიმაღლემდე. უპირატესობას ანიჭებს ისეთ ადგილებს, სადაც გავრცელებულია ბალახოვანი და მდინარისპირა მცენარეულობა, ბუჩქნარი. ტრიალებს ერთსა და იმავე მონაკვეთებში. გამრავლების პერიოდსა და ზამთარში შეუძლია ჩამოაყალიბოს 30-მდე წევრისაგან შემდგარი ჯგუფი. აქტიურია შებინდებისას და ღამით. საბუნაგეს არაღრმა ღრმულებში აკეთებს, ხშირად იმალება მიტოვებულ სოროებში (ვირზაზუნასი, მელასი და სხვ.).

იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებით, თხრის ფესვებსა და ბოლქვებს, ჭამს შემოსულ ხორბალს, ქერს, სიმინდს; ზამთარში საკვებად იყენებს ახალგაზრდა ყლორტებს, ღრღნის ხეებისა და ბუჩქების ქერქს. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში 2, ხოლო სამხრეთში 4 ნაყარი აქვს წელიწადში. შობს 4–6 ბაჭიას. სქესობრივ სიმწიფეს სიცოცხლის მეორე წელს აღწევენ. ნადირობის მნიშვნელოვანი ობიექტია. უმნიშვნელო ზიანის მოტანა შეუძლია სოფლის მეურნეობისათვის. ტულარემიის ერთ-ერთი მთავარი გადამტანია, მონაწილეობს ჭირის ეპიზოოტიაში. ახასიათებს რიცხოვნობის მნიშვნელოვანი პერიოდული ცვალებადობა.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.