კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი

კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); გმირთა მოედნიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე. მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა 2006 წელს.

კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები მერაბ კოსტავას ქუჩა

ქუჩაზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალი შენობა: ასბინიანი საცხოვრებელი სახლი (1939; არქიტექტორი მიხეილ კალაშნიკოვი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები (I კორპუსი აშენდა 1940–1956 წლებში. არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი; მთავარი ადმინისტრაციის კორპუსი — 1954. არქიტექტორი მიხეილ შავიშვილი); ენერგეტიკის ინსტიტუტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის, ყოფილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ადმინისტრაციის კორპუსი (1966; არქიტექტორი არჩილ ქურდიანი); სპორტის სასახლე (1961; არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. კონსტრუქტორი დ. ქაჯაია), რომლის წინ დგას სკულპტურული კომპოზიცია „მზეჭაბუკი“ (მოქანდაკე დიმიტრი მიქატაძე. არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი); ზოოლოგიური პარკი (დაარსდა 1927 წელს). ქუჩაზე გამოდის მეტროს სადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“.

ლიტერატურა

რედაქტირება