ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური და პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც წერეთლის და სამედიცინო უნივერსიტეტის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და დ. იოსავა. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“.
ტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
მდებარეობა |
საბურთალოს რაიონი თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°43′15″ ჩ. გ. 44°46′28″ ა. გ. / 41.7209972° ჩ. გ. 44.7745139° ა. გ. |
ხაზი | 2 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
არქიტექტორი |
გ. მოძმანიშვილი დ. იოსავა |
ისტორია | |
გაიხსნა | 15 სექტემბერი, 1979 |
წინა სახელები |
პოლიტექნიკური ინსტიტუტი პოლიტექნიკური |
მოსაცდელი დარბაზის კედლებს მოზაიკურ ფონზე მოცემული ჰორელიეფური გამოსახულებები ამკობენ.
ადამიანთა ფიგურები ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის სხვადასხვა სახეობის ალეგორიულ გამოსახულებებს წარმოადგენენ. სადგურს შესასვლელი ორი მხრიდან აქვს.