სამედიცინო უნივერსიტეტი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
სამედიცინო უნივერსიტეტი (ყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და კომკავშირული) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის და დელისის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი, ნ. ლომიძე და დ. იოსავა. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“.
სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
მდებარეობა |
საბურთალოს რაიონი თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°43′38″ ჩ. გ. 44°45′45″ ა. გ. / 41.7272639° ჩ. გ. 44.762556° ა. გ. |
ხაზი | 2 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
არქიტექტორი |
გ. მოძმანიშვილი ნ. ლომიძე დ. იოსავა |
ისტორია | |
გაიხსნა | 15 სექტემბერი, 1979 |
წინა სახელები |
კომკავშირული სამედიცინო ინსტიტუტი |
მოსაცდელი დარბაზი თეთრი და წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული. შესასვლელი სადგურს ორი მხრიდან აქვს. მოსაცდელი დარბაზისკენ ექსკალატორის ნაცვლად ქვის კიბეები მიემართება.