დელისი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური

დელისი (ყოფილი გოცირიძე) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტისა და ვაჟა-ფშაველას სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი ნ. ლომიძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“.

დელისი

სადგურის ნიშანი 2017 წლამდე
მდებარეობა საბურთალოს რაიონი
თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°43′31″ ჩ. გ. 44°44′40″ ა. გ. / 41.7254694° ჩ. გ. 44.744639° ა. გ. / 41.7254694; 44.744639
ხაზი 2
ბაქანი 1
მშენებლობა
არქიტექტორი ნ. ლომიძე
ისტორია
გაიხსნა 15 სექტემბერი, 1979 (1979-09-15)
წინა სახელები დელისი
გოცირიძე

სალიანდაგო ხაზის კედლებს ლითონში შესრულებული მცენარეული და ცხოველური ორნამენტის მქონე გამოსახულება ამკობს. სადგურს დახრილი გვირაბი არ გააჩნია და მოსაცდელი დარბაზისკენ ქვის კიბე მიმართება. სადგურს ამოსასვლელი ორი მხრიდან აქვს.

1995–2006 წლებში მეტროსადგურს ერქვა „გოცირიძე“, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლის ვიქტორ გოცირიძის პატივსაცემად უწოდეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება