არჩილ ქურდიანი
არჩილ ქურდიანი (დ. 13 მარტი, 1903, თბილისი — გ. ოქტომბერი, 1988) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსრკ სახალხო არქიტექტორი (1970).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქართველი ინჟინრის გრიგოლ ქურდიანის ოჯახში. 1922-1929 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1936-1944 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1959-1962 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1960 წელს გახდა პროფესორი.
ნამუშევრები
რედაქტირება- საქართველოს სსრ პავილიონი საკავშირო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში, 1939; გ. ლეჟავას მონაწილეობით, სსრკ სახელმწიფო პრემია 1941
- დინამო არენა, 1933-1937, რეკონსტრუქცია 1976, გ. ქურდიანთან ერთად
- ტელეცენტრი, პირველი რიგი 1957, მეორე რიგი 1974; ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან, გ. ქურდიანთან, გ. აბაშიძესთან ერთად
- დიდუბის ხიდი
- იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში, 1956, ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან ერთად
- სასტუმრო ინტურისტი გორში, ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან ერთად
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 574.