შალიკაშვილის ხიდი

შალიკაშვილის ხიდი (ყოფილი დიდუბის ხიდი) — ხიდი თბილისში, მტკვარზე, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი წერეთლის გამზირებს შორის (1953, არქიტექტორები არჩილ ქურდიანი, კარლო გალდავა–ოთარაშვილი; ინჟინერი ვ. დიდიძე).

შალიკაშვილის ხიდი

აგებულია ძველი ბორნის მოძრაობის ხაზზე. ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის დიდი თაღოვანი მალი (72 მ) გადადის მტკვრის კალაპოტზე. პატარა მალის (19,1 მ) ქვეშ გადის სანაპირო. ხიდის სიგრძეა 152 მ, სავალი ნაწილის სიგანე-20,5 მ, ტროტუარები - 3 მ. მოპირკეთებულია ბოლნისის ოქროსფერი ტუფით და რუხი გრანიტით. არქიტექტორი დეკორში გამოყენებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორნამენტიკა და საბჭოთა სიმბოლიკა (რომელიც ამჟამად მოხსნილია). 1990-იანი წლებიდან ხიდს ჰქვია მისი მშენებლობის ხელმძღვანელის, ინჟინერი შოთა შალიკაშვილის სახელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 917-918, ISBN 99928-20-32-2.
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 21, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012