კარლო გალდავა–ოთარაშვილი

ქართველი არქიტექტორი (1922—1995)

კარლო (გოგი) კონსტანტინეს ძე გალდავა-ოთარაშვილი (დ. 17 მარტი, 1922, თბილისი, — გ. 6 ივნისი, 1995, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1972).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1947 წელს. საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში ქ. ყარაღანდასა და თბილისში, საექსპერტო სამმართველოების უფროსად საქართველოს სახმშენში (1980–1983) და თბილისის მთავარ არქიტექტურულ სამმართველოში (1983–1985).

ძირითადი ნამუშევრები: ქალაქთმშენებლობითი — თბილისის რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-დაგეგმარება (1953–1955; ო. კალანდარიშვილთან ერთად), თბილისში — ისნის რაიონის დახურული ბაზარი (1949), საცხოვრებელი სახლების კომპლექსები არაყიშვილის ქუჩაზე (1954) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (1956), ხიდი დიღომში (1956; ა. ქურდიანთან ერთად, კონსტრუქტორი კ. დიდიძე), ადმინისტრაციული სახლები ქ. ტაშკენტში და ქ. ოშში (1977).

ლიტერატურა

რედაქტირება