ოში (ყირგიზეთი)
ოში (ყირგ. Ош) — ყირგიზეთის მეორე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს ფერღანის ხეობის სამხრეთ ნაწილში და მას ხშირად უწოდებენ „სამხრეთის დედაქალაქს“. ოში პირველად მოიხსენიება IX საუკუნედან. ამ ტერიტორიაზე ხშირად ხდება ეროვნებათშორისი დაპირისპირებები, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი იყო 1990 და 2010 წლების არეულობები, 2010 წლის არეულობაში მონაწილე დაჯგუფებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ამ დასახლებულ პუნქტს, მათ მრავალი შენობა გაანადგურეს და გადაწვეს.[3]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოში Ош | |||||
ქალაქ ოშის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | ყირგიზეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 40°32′00″ ჩ. გ. 72°47′00″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 72.78333° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მელისბეკ მირზაკმატოვი[1] | ||||
დაარსდა | 1878 | ||||
პირველი ხსენება | IX საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1876 | ||||
ფართობი | 15,1 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 870—1100 მ | ||||
მოსახლეობა | 281,9[2] კაცი (2017) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +996 3222 | ||||
საფოსტო ინდექსი | 723500 | ||||
საავტომობილო კოდი | O, Z და 02 | ||||
ოფიციალური საიტი | osh.kg | ||||
ოში შუა აზიის ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. ჯერ კიდევ X საუკუნეში ოში ფერღანაში სიდიდით მესამე ქალაქი იყო. აქ გადიოდა სავაჭრო გზა ჩინეთსა და ინვდოეთში. 1876 წელს დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. ოში 1939 წლიდან არის ოშის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ ცხოვრობს დაახლოებით 243,200 კაცი (2009 წლის მონაცემებით), ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ცხოვრობენ ყირგიზები, უზბეკები, რუსები, ტაჯიკები და სხვა მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
ოშს სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთელს ცენტრალურ აზიაში, აქ მრავალი სავაჭრო გზა გადის. დასახლებულ პუნქტში საკმაოდაა განვითარებული მრეწველობა, ოშში მრეწველობის განვითარება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს უზბეკეთის და ყირგიზეთის ოფიციალური საზღვარი, ეს ტერიტორია ადრე უზბეკეთს ეკუთვნოდა. ოშის ოლქში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, რაც ეკონომიკის განვითრებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
დასახლებულ პუნქტში მდებარეობს რამდენიმე კულტურული ძეგლი, აქ კვლავ შემორჩენილია ლენინის ქანდაკებები. ოშის სიახლოვეს მდებარეობს სულაიმან-ტოო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.oshcity.gov.kg/
- ↑ 2017-жылдагы Кыргыз Республикасынын облустарынын, райондорунун, шаарларынын, шаар тибиндеги кыштактарынын калкынын саны, Численность населения Кыргызской Республики на 1 января 2017 года
- ↑ "Mobs burn villages, slaughter Uzbeks in Kyrgyzstan," Associated Press, 13 June 2010, Sasha Merkushev and Leila Saralayeva.