განხილვა:კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL

მოიცათ, ამ ქუჩას ახლა ხომ კოსტავას ქუჩა ჰქვია? მახსოვს, რომ გამსახურდიას გამზირი პეკინს ერქვა. — Mikheil მიწერა 09:23, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

შენი სამსახური რომელ ქუჩაზეა, იკითხე და გავიგებთ 😊--ცანგალა 09:26, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ნამდვილად კოსტავას ქუჩაზეა. აშკარად რაღაც შეცდომაა ამ ტექსტში. — Mikheil მიწერა 09:29, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ოკ, თუ გაქვს საშუალება იქნებ ნახო გუგლით (David1010 მასე ხედავს), სად ამოაგდებს. მაშინ ეს სტატია წასაშლელი იქნება. გვაქვს თბილისში კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი ან ქუჩა?--ცანგალა 09:38, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
როგორც ვიცი, ახლანდელ პეკინს დაერქვა ერთი პერიოდი, მერე ისევ გადაარქვეს. — Mikheil მიწერა 09:42, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
კი, ბატონო. უბრალოდ დიდი კონსტანტინეს ქუჩა თბილისში არ გვაქვს?--ცანგალა 09:46, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ნახე აბა მაგ ენციკლოპედიაში სტატია პეკინის გამზირის შესახებ, რა წერია. როგორც ინტერნეტში ვნახე, ამჟამინდელ პეკინის გამზირს „1959 წელს ეწოდა ლისის ქუჩა, 1981 წელს მშვიდობის გამზირი, 1990 წელს კ. გამსახურდიას გამზირი. პეკინის გამზირი ეწოდა 2006 წელს“. — Mikheil მიწერა 09:48, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
კოსტავას ქუჩაზე სტატიაც ნახე. — Mikheil მიწერა 09:50, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ეს სტატია პეკინის ქუჩაზე არ არის. მის პარალელურ ქუჩაზე, რომელიც სააკაძის მოედნამდე მიდის.--ცანგალა 09:51, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
შემოვიტან სტატიებს.--ცანგალა 09:51, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

პეკინის გამზირი--ცანგალა 09:58, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

მერაბ კოსტავას ქუჩა— ორივე სტატიას მოგვიანებით დავასრულებ და ბმულებსაც გავუკეთებ.-ცანგალა 10:04, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გამსახურდია პეკინით შეიცვალა, ამ მონაკვეთს უწოდეს გამსახურდია. მაგრამ ფაქტია, რაღაც მოხდა და ისევ კოსტავა დაერქვა, თანაც ძალიან მალე, ასე გამოდის. — Mikheil მიწერა 10:11, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ალბათ როგორც ეს სტატია ასევე მერაბ კოსტავას ქუჩაც შესაცვლელი იქნება. საინტერესოა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩა ან გამზირი თუ არსებობს თბილისში?--ცანგალა 18:26, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

საკრებულოს დოკუმენტებში აღნიშნული მონაკვეთი მოხსენიებულია „გამსახურდიას ქუჩად“, ასევე საჯაროო რეესტრის რუკებზეც გმირთა მოედნიდან უკვე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა იწყება, ასე რომ, წესით დღემდე არაფერი შეცვლილა. მანდ მდებარე ორგანიზაციებს რაც შეეხება, შეიძლება უბრალოდ ძველ სახელწოდებებს იყენებს ბევრი, როგორც ჩანს არავინ აკონტროლებს ამ საკითხს ნორმალურად.--Alan📭🕙 20:10, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა. ე. ი. მერაბ კოსტავას ქუჩაც სწორი ინფორმაცია გამოდის.--ცანგალა 20:13, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
რამდენადაც მე მახსოვს, მას შემდეგ რაც ყოფილ კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს ისევ პეკინის გამზირი ეწოდა, კონსტანტინე გამსახურდიას სახელი კოსტავას იმ მონაკვეთს დაერქვა, რომელიც 26 მაისის მოედნიდან სააკაძის მოედნამდეა.--დათო1010 06:58, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
გუგლის რუკაზე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩას მხოლოდ ფონიჭალაში მაჩვენებს.--დათო1010 07:01, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
მეც ფონიჭალა ამომიგდო. Alan.H-ს განკარგულება იმას იუწყება, რომ არსებობს. ყოველ შემთხვევისთვის 2018 წლის 11 სექტემბრისთვის. ის მაინც ვნახოთ, რომ კოსტავას ქუჩა სააკაძის მოედნამდეა.--ცანგალა 07:17, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
იმ დოკუმენტში წერია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა ამ ფოტოზე კი ნათლად ჩანს, რომ ეს სწორედ სააკაძის მოედნისკენ მიმავალი გზაა--დათო1010 07:29, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ეს ამბავი უნდა გაირკვეს თბილისის საკრებულოში. ფაქტია, ახლად დამონტაჟებულ აბრებზეც აწერია კოსტავას ქუჩა. — Mikheil მიწერა 19:17, 16 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი“-ზე დაბრუნება.