კირილ მერეცკოვი
კირილ აფანასიევიჩ მერეცკოვი (რუს. Мерецков Кирилл Афанасьевич) (დ. 7 ივნისი, 1897, ნაზარიევო (რიაზანის გუბერნია), რუსეთი — გ. 30 დეკემბერი, 1968, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1917 - რუსეთის კომპარტიის წევრი გახდა.
- 1918 - 1920 - იბრძოდა სამოქალაქო ომში აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე.
- 1921 - დაამთავრა წითელი არმიის სამხედრო აკადემია.
- 1921 - 1936 - მსახურეობდა არმიაში სხვადასხვა თანამდებობეზე. (მოსკოვის და ბელორუსიის სამხედრო ოლქების შტაბის უფროსი, ვოლგისპირეთისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ჯარების სარდალი)
- 1936 - 1937 - მოხალისედ იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ კრანკოს წინააღმდეგ.
- 1939 - 1940 - საბჭოთა კავშირ-ფინეთის ზამთრის ომის დროს იყო მე-7 არმიის მთავარსარდალი. ხელმძღვანელობდა ვიბორგის აღების და "მანერჰაიმის ლინიის" გარღვევის სამხედრო ოპერაციებს.
- 1940 - 21 მარტი: მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 4 ივლისი: მიენიჭა არმიის გენერლის სამხედრო წოდება.
- 1941 - 1944 - სამამულო ომის დროს იყო ვოლხოვის ფრონტის ჯარების მთავარსარდალი.
- 1943 - 18 იანვარი: - მისმა ჯარებმა გაარღვიეს ლენინგრადის ალყა. 20 იანვარი: გაათავისუფლეს ნოვგოროდი.
- 1944 - დაინიშნა კარელიის ფრონტის ჯარების მთავარსარდლად. ივნისი: მისმა ჯარებმა გაანადგურეს ფინელი მარშლის მანერჰეიმის არმია. 25 ოქტომბერი: "პესტამო-კირკენესის ოპერაციის" შედეგად ვერმახტის ჯარების გაათავისუფლა ნორვეგიის ქალაქი კირკენესი. 26 ოქტომბერი: მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის სამხედრო წოდება.
- 1945 - აგვისტო: დაინიშნა 1-ლი შორეული აღმოსავლეთის ფრონტის ჯარების მთავარსარდლად და იბრძოდა მანჯურიასა და ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის წინააღმდეგ. 8 სექტემბერი: და ჯილდოებულ იქნა უმაღლესი მხედართავრული ორდენით "გამარჯვება".
- 1945 - 1955 - იყო პრიმორიის, მოსკოვის, თეთრი ზღვის და ჩრდილოეთის სამხედრო ოლქების ჯარების მთავარსარდალი.
- 1955 - 1964 - სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების დარგში.
- 1964 - აპრილიდან იყო სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი ინსპეტორი.
იყო სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი (1939–1956), სკკპ-ის ცენტრალური სარევიზიო კომისსი წევრი (1955–1961), 1-5 მოწვევის სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი. დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.
ჯილდოები
რედაქტირება- "ლენინის ორდენი" - 7-ჯერ
- ორდენი "გამარჯვება"
- "ოქტომბრის რევოლუციის ორდენი"
- "წითელი დროშის ორდენი" - 4-ჯერ
- "სუვოროვის ორდენი" I ხარისხის - 2 ჯერ
- "კუტუზოვის ორდენი" I ხარისხის
მრავალი საბჭოთა და უცხოური მედალითა და ორდენით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 3.0 3.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 4.0 4.1 Мерецков Кирилл Афанасьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.