გამარჯვების ორდენი
(გადამისამართდა გვერდიდან გამარჯვება (ორდენი))
„გამარჯვება“ (რუს. Орден „Победа“) — უმაღლესი სამხედრო ორდენი. დაწესებულია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 8 ნოემბრის ბრძანებულებით. „გამარჯვების“ ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიის უფროს მეთაურთა შემადგენლობას ისეთი საბრძოლო ოპერაციების წარმატებით ჩატარებისათვის, რომელთა შედეგადაც ვითარება ძირეულად იცვლება საბჭოთა არმიის სასარგებლოდ. ორდენის ნიშანი პლატინისაგან მზადდება. ლალის ამოზნექილ ხუთქიმიან ვარსკვლავს გარს ბრილიანტები აქვს შემოვლებული. ქიმებს შორის სხივებიც ბრილიანტებითაა მოოჭვილი. ბრილიანტების საერთო წონა 16 კარატია. ორდენს მკერდის მარცხენა მხარეს ატარებენ. ლენტის ნიმუში და აღწერილობა დამტკიცებულია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 647.