კვრინჩხი
კვრინჩხი (ლათ. Prunus spinosa) — ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან ( ლათ. Prunus domestica). მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
კვრინჩხი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Prunus spinosa (L., 1753) | |||||||||||||||
სინონიმები[1] | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 172194 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 მ-მდე ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 501.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Plant List: A Working List of All Plant Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-31. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2014.