კეპლერ-20დედამიწიდან 950 სინათლის წლის მოშორებით[1] მდებარე ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში, რომლის გარშემოც აღმოჩენილია 5 პლანეტა.[2] ამ ვარსკვლავის ვარსკვლავიერი სიდიდე 12,51-ია, ამიტომ მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მისი დანახვისათვის საჭიროა მინიმუმ 15 სანტიმეტრიანი ტელესკოპი.[3] ის მზეზე ოდნავ მცირეა — მზის რადიუსის 94% და მზის მასის 91%. ფოტოსფეროს ეფექტური ტემპერატურა 5,466 K ოდნავ მცირეა მზისაზე, რის გამოც ის ყვითელია და G8 ტიპის ვარსკვლავადაა კლასიფიცირებული.[4][5] წყალბადისა და ჰელიუმის ელემენტების გარდა სხვათა სიუხვე (რასაც ასტრონომიაში მეტალურობა ეწოდება) დაახლოებით მზის მსგავსია. ის შესაძლოა მზეზე ხნიერი იყოს.[6]

კეპლერ-20
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ქნარი
პირდაპირი ასვლა: 19სთ 10წთ 47,524წმ
დახრილობა: +42გრად 20მინ 19,30სეკ +42° 20′ 19.30″
მანძილი: 950 სინათლის წელიწადი
მასა: 0,912 ± 0,035 M
რადიუსი: 0,944 R
სპექტრული ტიპი: G8
ტემპერატურა: 5466 ± 93 K
ვარსკვლავიერი სიდიდე: 12,5

პლანეტური სისტემა

რედაქტირება
 
კეპლერ-20e და კეპლერ-20f შედარებულია ვენერასთან და დედამიწასთან

2011 წლის 20 დეკემბერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მკვლევართა გუნდმა განაცხადა აღმოჩენა 5 პლანეტიანი სისტემისა, რომელიც შეიცავს 3 პატარა გაზურ გიგანტს და პირველ 2 დედამიწის ზომის ეგზოპლანეტასკეპლერ-20e (აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწაზე პატარაა და მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს)[7] და კეპლერ-20f, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.[8] მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტები დედამიწის ზომისაა, ისინი დედამიწის მსგავსი არაა, რადგან დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს, ვიდრე დედამიწა და, აქედან გამომდინარე, სასიცოცხლო ზონაში არ იმყოფება. მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 760 °C და 427 °C-ია, შესაბამისად. სისტემაში არსებული ნეპტუნის ზომის სხვა პლანეტებიც: კეპლერ-20b, კეპლერ-20c და კეპლერ-20d დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს.[9][10]

კომპანიონი
(ვარსკვლავიდან დაშორებით)
მასა
(დედამიწის მასა)
დიდი ნახევარღერძი
(აე)
ორბიტალური პერიოდი
(დღეები)
ექსცენტრისიტეტი დახრილობა რადიუსი
b 8,7 M 0,04537 3,6961219 <0,32 1,91 R
e 0,39-1,67 M 0,0630 6,098493 <0,28 0,868 R
c 16,1 M 0,0930 10,854092 <0,40 3,07R
f 0,66–3,04 M 0,1370 19,57706 <0,32 1,034 R
d <20,1 M 0,3453 77,61184 <0,60 2,75 R

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

კეპლერ-16 b

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hand, Eric (20 December 2011). „Kepler discovers first Earth-sized exoplanets“. Nature. doi:10.1038/nature.2011.9688.
  2. Johnson, Michele. (20 December 2011) NASA Discovers First Earth-size Planets Beyond Our Solar System. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-16. ციტირების თარიღი: 2011-12-20.
  3. Sherrod, P. Clay; Koed, Thomas L. (2003), A Complete Manual of Amateur Astronomy: Tools and Techniques for Astronomical Observations, Astronomy Series, Courier Dover Publications, p. 9, ISBN 0-486-42820-6, http://books.google.com/books?id=4zjv84hHNPcC&pg=PA9
  4. "The Colour of Stars", Australia Telescope, Outreach and Education (Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation), December 21, 2004, http://outreach.atnf.csiro.au/education/senior/astrophysics/photometry_colour.html. წაკითხვის თარიღი: 2012-01-16 დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  5. Fressin, Francois; Torres, Guillermo; Rowe, Jason F.; Charbonneau, David; Rogers, Leslie A.; Ballard, Sarah; Batalha, Natalie M.; Borucki, William J.; Bryson, Stephen T.; Buchhave, Lars A.; Ciardi, David R.; Désert, Jean-Michel; Dressing, Courtney D.; Fabrycky, Daniel C.; Ford, Eric B.; Gautier III, Thomas N.; Henze, Christopher E.; Holman, Matthew J.; Howard, Andrew; Howell, Steve B.; Jenkins, Jon M.; Koch, David G.; Latham, David W.; Lissauer, Jack J.; Marcy, Geoffrey W.; Quinn, Samuel N.; Ragozzine, Darin; Sasselov, Dimitar D.; Seager, Sara; Barclay, Thomas; Mullally, Fergal; Seader, Shawn E.; Still, Martin; Twicken, Joseph D.; Thompson, Susan E.; Uddin, Kamal (February 2012). „Two Earth-sized planets orbiting Kepler-20“. Nature. 482: 195–198. arXiv:1112.4550. Bibcode:2012Natur.482..195F. doi:10.1038/nature10780.
  6. Schneider, Jean, "Star : Kepler-20", The Extrasolar Planets Encyclopaedia (CNRS/LUTH - Paris Observatory), http://exoplanet.eu/star.php?st=Kepler-20. წაკითხვის თარიღი: 2011-12-21 დაარქივებული 2012-01-19 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-19. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  7. NASA Staff. Artist's Concept of Kepler-20e. NASA. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-11. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  9. Overbye, Dennis (20 December 2011). „Two Earth-Size Planets Are Discovered“. New York Times. ციტირების თარიღი: 2011-12-21.
  10. Tate, Karl. (20 December 2011) At Last, Earth-Sized Alien Worlds (Infographic). Space.com. ციტირების თარიღი: 2011-12-21.