კეპლერ-20f
კეპლერ-20f — ვარსკვლავ კეპლერ-20-ის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა. ეს პლანეტა ყურადსაღებია, რადგან მისი რადიუსი დედამიწის რადიუსთან ძალიან მიახლოებულია. პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორების მიხედვით მეოთხეა და მის ზედაპირზე ტემპერატურა 705 კელვინია, რაც თხევადი წყლის არსებობას გამორიცხავს (იხ. სასიცოცხლო ზონა). ამის ნაცვლად, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მას წყლის ორთქლის ატმოსფერო აქვს. სხვა 4 პლანეტასთან ერთად მისი აღმოჩენა 2011 წლის 20 დეკემბერს გამოაცხადეს.
კეპლერ-20f | ||||
---|---|---|---|---|
მხატვრის წარმოსახვა | ||||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | კეპლერის მკვლევართა გუნდი | |||
აღმოჩენის თარიღი | 20 დეკემბერი, 2011 | |||
აღმოჩენის მეთოდი | ტრანზიტული მეთოდი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 0,1104 აე | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | <0,32 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 19,57706 დღე | |||
დახრილობა (i) | 88,68 ° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
საშუალო რადიუსი | 1,034 R⊕ | |||
მასა (m) | 0.66-3,04 M⊕ | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 705 K | |||
| ||||
| ||||
კეპლერ-20f ვიკისაწყობში |
ორბიტა
რედაქტირებაკეპლერ-20f-ის დიდი ნახევარღერძი 0,1104 ასტრონომიული ერთეულია, ხოლო ორბიტალური პერიოდი 19,57706 დღე (უკიდურესად მცირე ცდომილებით). პლანეტის დახრილობა 88,68°-ია, რის გამოც მზის სისტემიდან დაკვირვებადია. სხვა პლანეტების მსგავსად, მისი მაქსიმალური ექსცენტრისიტეტი 0,32-ია.