სასიცოცხლო ზონა
სასიცოცხლო ზონა — ასტრონომიასა და ასტრობიოლოგიაში რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც პლანეტური მასის ობიექტებს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.[1][2] სასიცოცხლო ზონის საზღვრები გამოითვლება დედამიწის ბიოსფეროს მოთხოვნილებების მიხედვით — მისი პოზიციით მზის სისტემაში და მზისგან მიღებული გამოსხივებით. რადგანაც თხევადი წყალი მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის, რის გამოც დედამიწაზე არსებობს იგი, სასიცოცხლო ზონის ბუნება და მასში შემავალი ობიექტები მიჩნეულია, რომ ხელს უწყობს დედამიწის მსგავსი არამიწიერი სიცოცხლისა და ინტელექტის გავრცელების განსაზღვრაში.
მას შემდეგ, რაც 1953 წელს ცნება სასიცოცხლო ზონა შემოვიდა,[3] მრავალი პლანეტა იქნა აღმოჩენილი მასში. ასეთი პლანეტები დედამიწაზე ბევრად მასიურია (სუპერ-დედამიწები და გაზური გიგანტები) და მათი აღმოჩენა ძალიან მარტივია. 2013 წლის 4 ნოემბერს ასტრონომებმა კეპლერის კოსმოსური მისიის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შესაძლოა 40 მილიარდი დედამიწის ზომის პლანეტა იყოს „ირმის ნახტომში“, რომელიც მზის მსგავსი და წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს.[4][5] მათი შეფასებით, ამათგან 11 მილიარდი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო უნდა ბრუნავდეს.[6] მეცნიერთა თქმით, უახლოესი ასეთი პლანეტა 12 სინათლის წლის დაშორებით უნდა იყოს.[4][5] სასიცოცხლო ზონა ასევე განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ბუნებრივი თანამგზავრების სიცოცხლიანობის შემსწავლელთათვის, რადგან სასიცოცხლო ზონაში არსებული პლანეტური მასის მთვარეების რაოდენობა შესაძლოა პლანეტების რაოდენობას აჭარბებს.[7]
მომდევნო ათწლეულებში სასიცოცხლო ზონის ცნება სიცოცხლის მთავარი კრიტერიუმი იყო. არამიწიერი თხევადი წყლის მტკიცებულების აღმოჩენის შემდეგ მიჩნეულია, რომ მისი შესამჩნევი რაოდენობა სასიცოცხლო ზონის გარეთ არსებობს. სხვა ენერგიის წყაროების დახმარებით, როგორიცაა მიქცევა-მოქცევით გათბობა,[8][9] რადიოაქტიური დაშლა[10] ან არაატმოსფერული ძალებით მინიჭებული წნევა, შესაძლოა თხევად წყალზე დამოკიდებული სიცოცხლის ძირითადი გარემო ვარსკვლავთშორის სივრცეშიც კი არსებობდეს — თაღლით პლანეტებზე ან მათ თანამგზავრებზე.[11] გარდა ამისა, მეცნიერებმა სხვა სასიცოცხლო ზონების ცნება შემოიტანეს, სადაც შესაძლოა ალტერნატიულ ბიოქიმიაზე დაფუძნებული ჰიპოთეტური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არაწყლოვანი გამხსნელები არსებობდეს.[12] 2013 წელს სასიცოცხლო ზონაზე წარმოდგენა კიდევ უფრო გაფართოვდა იმ დაკვირვების შემდეგ, რომ სიცოცხლის ქიმია შესაძლოა დიდი აფეთქებიდან, რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა, მალევე დაიწყო, სასიცოცხლო ეპოქის განმავლობაში, როდესაც სამყარო სულ რაღაც 10-17 მილიონი წლის იყო.[13][14][15] პანსპერმიის ჰიპოთეზის თანახმად, მეტეოროიდებით, ასტეროიდებითა და მზის სისტემის სხვა მცირე სხეულებით გავრცელებული მიკროსკოპული სიცოცხლე შესაძლოა მთელ სამყაროში არსებობდეს.[16] თუმცა, დედამიწა ერთადერთი ადგილია ცნობილთა შორის სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს.[17][18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kopparapu, Ravi Kumar (2013). „A revised estimate of the occurrence rate of terrestrial planets in the habitable zones around kepler m-dwarfs“. The Astrophysical Journal Letters. 767 (1): L8. arXiv:1303.2649. Bibcode:2013ApJ...767L...8K. doi:10.1088/2041-8205/767/1/L8.
- ↑ Cruz, Maria; Coontz, Robert (2013). „Exoplanets - Introduction to Special Issue“. Science. 340 (6132): 565. doi:10.1126/science.340.6132.565. ციტირების თარიღი: 18 May 2013.
- ↑ Huggett, Richard J. (1995). Geoecology: An Evolutionary Approach. Routledge, Chapman & Hall, გვ. 10. ISBN 978-0-415-08689-9.
- ↑ 4.0 4.1 Overbye, Dennis (November 4, 2013). „Far-Off Planets Like the Earth Dot the Galaxy“. New York Times. ციტირების თარიღი: November 5, 2013.
- ↑ 5.0 5.1 Petigura, Eric A.; Howard, Andrew W.; Marcy, Geoffrey W. (October 31, 2013). „Prevalence of Earth-size planets orbiting Sun-like stars“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. arXiv:1311.6806. Bibcode:2013PNAS..11019273P. doi:10.1073/pnas.1319909110. ციტირების თარიღი: November 5, 2013.
- ↑ Khan, Amina (November 4, 2013). „Milky Way may host billions of Earth-size planets“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: November 5, 2013.
- ↑ Schirber, Michael. (26 Oct 2009) Detecting Life-Friendly Moons. Astrobiology Magazine. ციტირების თარიღი: 9 May 2013.
- ↑ Cowen, Ron (2008-06-07). „A Shifty Moon“. Science News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
- ↑ Bryner, Jeanna (24 June 2009). „Ocean Hidden Inside Saturn's Moon“. Space.com. TechMediaNetwork. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
- ↑ Abbot, D. S.; Switzer, E. R. (2011). „The Steppenwolf: A Proposal for a Habitable Planet in Interstellar Space“. The Astrophysical Journal. 735 (2): L27. arXiv:1102.1108. Bibcode:2011ApJ...735L..27A. doi:10.1088/2041-8205/735/2/L27.
- ↑ „Rogue Planets Could Harbor Life in Interstellar Space, Say Astrobiologists“. MIT Technology Review. MIT Technology Review. 9 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
- ↑ Villard, Ray (November 18, 2011). „Alien Life May Live in Various Habitable Zones : Discovery News“. News.discovery.com. Discovery Communications LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 1, 2012. ციტირების თარიღი: April 22, 2013.
- ↑ Loeb, Abraham (October 2014). „The Habitable Epoch of the Early Universe“. International Journal of Astrobiology. 13 (04): 337–339. doi:10.1017/S1473550414000196. ციტირების თარიღი: 15 December 2014.
- ↑ Loeb, Abraham (2 December 2013). „The Habitable Epoch of the Early Universe“ (PDF). Arxiv. arXiv:1312.0613v3. ციტირების თარიღი: 15 December 2014.
- ↑ Dreifus, Claudia (2 December 2014). „Much-Discussed Views That Go Way Back - Avi Loeb Ponders the Early Universe, Nature and Life“. New York Times. ციტირების თარიღი: 3 December 2014.
- ↑ Rampelotto, P.H.. (2010) Panspermia: A Promising Field Of Research (PDF). Astrobiology Science Conference. ციტირების თარიღი: 3 December 2014.
- ↑ Graham, Robert W. (February 1990). „NASA Technical Memorandum 102363 - Extraterrestrial Life in the Universe“ (PDF). NASA. Lewis Research Center, Ohio. ციტირების თარიღი: 7 July 2014.
- ↑ Altermann, Wladyslaw (2008). „From Fossils to Astrobiology - A Roadmap to Fata Morgana?“, From Fossils to Astrobiology: Records of Life on Earth and the Search for Extraterrestrial Biosignatures, გვ. xvii. ISBN 1-4020-8836-1.