პანსპერმია
პანსპერმია (ბერძ. πάν „პან“ — მთელი, მთლიანი; σπέρμα „სპერმა“ — თესლი) — ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით სიცოცხლის წარმომქმნელი „თესლი“ უკვე მთელ სამყაროშია მიმოფანტული, რომ ამ „თესლების“ მეშვეობით არსებობს დედამიწაზე ცხოვრება და რომ მათ შეიძლება გაავრცელონ, ან უკვე გაავრცელეს სიცოცხლე სხვა საცხოვრებლად ვარგის სხეულზე.
ექსოგენეზისი (ბერძ. έξω „ექსო“ — გარე, გარე სამყარო; γένεσις „გენეზის“ — წარმოქმნა, წარმოშობა) — ეს უფრო ვიწრო ჰიპოთეზაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმომქმნელი შემოტანილია სამყაროს რომელიღაც ნაწილიდან, მაგრამ არ გვეუბნევა რამდენათაა ის მიმოფანტული სამყაროში. რადგან ტერმინი „პანსპერმია“ უფრო გავრცელებულია, ამიტომ მას ხშირად ხმარობენ ექსოგენეზისის მაგივრად.