კეპლერ-16 b
კეპლერ-16 b (ფორმალურად კეპლერ 16 (AB)-b) — ეგზოპლანეტა. მისი მასა თითქმის სატურნის მასას უდრის. პლანეტის ნახევარი გაზია, დანარჩენი ნაწილი კი- ყინული და კლდე[1]. ის ბრუნავს ორმაგი ვარსკვლავის -კეპლერ 16-ის ირგვლივ და ერთ ბრუნს 229 დღეს ანდომებს[2].
კეპლერ-16 b | ||||
---|---|---|---|---|
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ლორენს დოილი | |||
აღმოჩენის თარიღი | 09.15.2011 | |||
აღმოჩენის მეთოდი | ტრანზიტული მეთოდი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.0069 ± 0.0015 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
საშუალო რადიუსი | 0.7538 ± 0.0025 MJ | |||
მასა (m) | 0.333 ± 0.015 MJ | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0.964 ± 0.047 გ/სმ3 | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 14.52 ± 0.7 მ/წმ2 | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 170–200 K | |||
| ||||
| ||||
კეპლერ-16 b ვიკისაწყობში |
„ ის არის ნათელი მაგალითი იმ პლანეტებისა, რომელებიც ბრუნავენ არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავის ირგვლივ.“
|
— განაცხადა ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის, კეპლერ-16 b-ს აღმომჩენი გუნდის ლიდერმა ჯოშ კარტერმა[3]. კეპლერ-16 b აღმოაჩინეს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით[4]. მეცნიერები იყენებდნენ ტრანზიტულ მეთოდს, როცა მათ შეამჩნიეს, რომ სისტემის ერთი ვარსკვლავი ანათებდა, მეორე კი არა[4].
„ მე მჯერა, რომ ეს პლანეტა, რომელიც მზის სისტემის. გარეთ მდებარეობს, ყველაზე კარგადაა გაზომილი“
|
— თქვა კეპლერ-16 b-ს აღმომჩენი გუნდის ლიდერმა, ლორენს დოილმა SETI-ს ინსტიტუტიდან. კეპლერ-16 b უჩვეულოა იმით, რომ მისი ორბიტა მცირეა რადიუსზე, რომელიც ითვლებოდა შინაგან საზღვრად პლანეტის ფორმირებისთვის. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პლანეტების ექსპერტის სარა სიგერის თანახმად, იმისათვის, რომ პლანეტას ჰქონდეს სტაბილური ორბიტა მსგავსი სისტემებში, პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ 7-ჯერ უფრო დიდი მანძილით, ვიდრე ამ ვარსკვლავებს შორის მანძილია. Kepler-16 b-ის ორბიტა მდებარეობს ამ მანძილის თითქმის ნახევარზე. 2014 წლიდან ვერ დავინახავთ პლანეტის ერთ-ერთ ვარსკვლავს, ხოლო უფრო კაშკაშა ვარსკვლავს 2018 წლიდან ვერ ვნახავთ. ამის შემდეგ ამ პლანეტების აღმოჩენა შეუძლებელი იქნება ტრანზიტული მეთოდით 2042 წლამდე. Kepler-16 b მოძრაობს სასიცოცხლო ზონის ახლო გარე კიდეზე[5], მაგრამ ის მაინც გაზის გიგანტია, რომლის ტემპერატურა მერყეობს- 100°C -დან -70 °C-მდე.
სახელი
რედაქტირებააღმომჩენმა გუნდა დაასახელა, რომ
„Ref. 22-ის თანახმად [6] , ჩვენ შეგვიძლია შევამჩნიოთ მესამე ობიექტი კეპლერ-16 (AB)-b, ან მარტივად კეპლერ-16b, როცა არ არის ორაზროვნება“
|
[2]. SIMBAD-ის ასტრონომიულ მონაცემთა ბაზაში ის გვხვდება კეპლერ-16 (AB)-b-ის სახელით[7]. სმითსონის ცენტრი ამ პლანეტას არაფორმალურად მოიხსენიებს „ტატუინის“ სახელით. იმ პლანეტის, რომელიც გვხვდება ფილმ „ვარსკვლავურ ომებში“.
„ჩვენ კიდევ ვრწმუნდებით, რომ მეცნიერება უფრო უცნაური და იდუმალია, ვიდრე ფანტასტიკა“
|
. - განაცხადა Industrial Light & Magic-ის ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელმა ჯონ ნოლმა.
პოტენციური სასიცოცხლოობა
რედაქტირებაკეპლერ-16b-ს სასიცოცხლო ზონა ვრცელდება ტყუპი ვარსკვლავებიდან 55-106 მილიონ კილომეტრზე. კეპლერ-16 b, თავისი 104 მილიონ კილომეტრიანი ორბიტით, სასიცოცხლო ზონის ახლო გარე კიდეზე მოძრაობს. სიცოცხლის არსებობის შესასძლებლობა გაზის გიგანტზე შორეული პერსპექტივაა. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, სისტემის ისტორიაში ოდესღაც სხვა სხეულებიდან წამოსულმა პერტრუბაციებმა შესაძლოა დედამიწის ზომის პლანეტა ცენტრიდან სასიცოცხლო ზონაში გადაიყვანა, რამაც საშუალება მისცა კეპლერ-16b-ს, რომ ის მთვარედ „დაეჭირა“. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ შორეული, სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა მოძრაობს დაახლოებით 140 მილიონ კილომეტრის მოშორებით დ მას შეუძლია შეინარჩუნოს წყალი თხევად მდგომარეობაში სქელი გაზის ფენის საშუალებით, რომელიც შეიცავს მეთანსა და ნახშირორჟანგს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Drake, Nadia. On Kepler-16b, shadows come in pairs. Science News. Society for Science & the Public. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
- ↑ 2.0 2.1 Doyle, Laurance R.; Carter, Joshua A.; Fabrycky, Daniel C.; Slawson, Robert W.; Howell, Steve B.; Winn, Joshua N.; Orosz, Jerome A.; Prša, Andrej; Welsh, William F.; et al. (2011). „Kepler-16: A Transiting Circumbinary Planet“. Science. 333 (6049): 1602–6. arXiv:1109.3432. Bibcode:2011Sci...333.1602D. doi:10.1126/science.1210923. PMID 21921192.
- ↑ From Star Wars to science fact: Tatooine-like planet discovered. Smithsonian Science. The Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
- ↑ 4.0 4.1 Gold, Scott (2011-09-15). „Scientists find planet orbiting two suns like in 'Star Wars'“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2014-12-15.
- ↑ Hessman, F. V.; Dhillon, V. S.; Winget, D. E.; Schreiber, M. R.; Horne, K.; Marsh, T. R.; Guenther, E.; Schwope, A.; Heber, U. (2010). „On the naming convention used for multiple star systems and extrasolar planets“. 1012: 707. arXiv:1012.0707. Bibcode:2010arXiv1012.0707H. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); არასწორი|display-authors=9
(დახმარება) - ↑ Object query: Kepler-16b on the online SIMBAD Astronomical database