კეპლერ-20e
კეპლერ-20e — ეგზოპლანეტა ვარსკვლავ კეპლერ-20-ის გარშემო. ეს პლანეტა ყურადსაღებია, რადგან ის პირველი პლანეტაა დედამიწაზე პატარა რადიუსით, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე იქნა ნაპოვნი. პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორებით მეორეა კეპლერ-20b-ს შემდეგ. მისი ზედაპირის ტემპერატურა 1040 K-ია, რის გამოც მის ზედაპირზე თხევადი წყალი ვერ იარსებებს (იხ. სასიცოცხლო ზონა). სხვა 4 პლანეტასთან ერთად, კეპლერ-20-ის აღმოჩენა 2011 წლის 20 დეკემბერს გამოაცხადეს.
კეპლერ-20e | ||||
---|---|---|---|---|
მხატვრის წარმოსახვა | ||||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | კეპლერის მკვლევართა გუნდი | |||
აღმოჩენის თარიღი | 20 დეკემბერი, 2011 | |||
აღმოჩენის მეთოდი | ტრანზიტული მეთოდი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 0,0507 აე | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | <0,28 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 6,098493 დღე | |||
დახრილობა (i) | 87,50 ° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
საშუალო რადიუსი | 0,868 R⊕ | |||
მასა (m) | 0.39-1.67 M⊕ | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 1040 K | |||
| ||||
| ||||
კეპლერ-20e ვიკისაწყობში |
ორბიტა
რედაქტირებაკეპლერ-20e-ს დიდი ნახევარღერძი 0,0507 ასტრონომიული ერთეულია, მისი ორბიტალური პერიოდი კი 6,098 დღეა (უკიდურესად მცირე ცდომილებით). ორბიტის დახრილობა 87,50°-ია, რის გამოც მისი ტრანზიტები მზის სისტემიდან დაკვირვებადია. სისტემის სხვა პლანეტის მსგავსად, ამ პლანეტის მაღალი მაქსიმალური ექსცენტრისიტეტი არის 0,28, თუმცა სისტემაში ყველაზე დაბალია.