კევინ კიგანი
ჯოზეფ კევინ კიგანი (ინგლ. Joseph Kevin Keegan დ. 14 თებერვალი, 1951, არმთორპი, დონკასტერი, სამხრეთ იორკშირი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი (თავდამსხმელი) და მწვრთნელი. სხვადასხვა დროს იცავდა „სკანთორპ იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „ჰამბურგის“, „საუთჰემპტონის“, „ნიუკასლ იუნაიტედის“, „ბლექთაუნ სიტისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ინგლისის სამგზის ჩემპიონი (1973, 1976, 1977) და ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1974, 1975), ინგლისის თასის მფლობელი (1974) და ფინალისტი (1977), ინგლისის სუპერთასის ორგზის მფლობელი (1974, 1976), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1977) და უეფა-ს თასის ორგზის მფლობელი (1973, 1976) „ლივერპულის“ შემადგენლობაში. გერმანიის ჩემპიონი (1979) და ვიცე-ჩემპიონი (1980), გერმანიის თასის მფლობელი (1977), ევროპის სუპერთასისა (1977) და ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1980) „ჰამბურგის“ შემადგენლობაში. 1980 წლის იტალიის ევროპის ჩემპიონატისა და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯოზეფ კევინ კიგანი | ||
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
არმთორპი, დონკასტერი, სამხრეთ იორკშირი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 173 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1967–1968 | სკანთორპი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968–1971 | სკანთორპი | 124 | (18) |
1971–1977 | ლივერპული | 230 | (68) |
1977–1980 | ჰამბურგი | 90 | (32) |
1980–1982 | საუთჰემპტონი | 68 | (37) |
1982–1984 | ნიუკასლი | 78 | (48) |
1985 | ბლექთაუნ სიტი | 2 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1972–1982 | ინგლისი | 63 | (21) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1992–1997 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1998–1999 | ფულჰემი | ||
1999–2000 | ინგლისი | ||
2001–2005 | მანჩესტერ სიტი | ||
2006 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ითვლება ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ფეხბურთელად. როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი (1978, 1979). ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთადერთია ვინც ორჯერ შეძლო ამ საპატიო ტიტულისა და პრიზის მოპოვება.[1]
2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ფეხბურთის ავტორიტეტული ექსპერტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში კიგანი მე-16 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსის, გრემ სუნესის, გარი ლინეკერისა და სტივენ ჯერარდის შემდეგ.[2] რამდენიმე თვით ადრე, იმავე წლის 20 აპრილს, ცნობილ საფეხბურთო ჟურნალში „FourFourTwo“ — ამავე გამოცემის სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო მიმომხილველის, ნიკ მურის (ინგლ. Nick Moore) მიერ გამოქვეყნდა „ლივერპულის“ ყველა დროის 11 უდიდესი მოთამაშე, სადაც კევინ კიგანი წარმოდგენილია ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც არიან — რეი კლემენსი, გრემ სუნესი, ბილი ლიდელი, რონ იეითსი, ლუის სუარესი, ჯონ ბარნსი, ალან ჰანსენი, იან რაში, სტივენ ჯერარდი და კენი დალგლიში.[3]
ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2002 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).[4][5]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1972–1982 წლებში იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 63 მატჩი ითამაშა (აქედან 31 შეხვედრა გუნდის კაპიტნის რანგში) და 21 ბურთი გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებაკევინ კიგანმა მსოფლიო ჩემპიონატების მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე ესპანელებთან გამართულ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ჯგუფის დასკვნით მატჩში.
აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში გამართული წინა შეხვედრა ინგლისელებმა დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ფრედ — 0–0 ითამაშეს, ხოლო თავის მხრივ, ბუნდესნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით — 2–1. ამდენად, არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ინგლისელები ნახევარფინალში მხოლოდ ორი ბურთის სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში გადიოდნენ.
შეხვედრაში, რომელიც კიგანის სანაკრებო კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული პირველი და უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა მან მხოლოდ 26 წუთი დაჰყო მოედანზე. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა რონ გრინვუდმა (ინგლ. Ron Greenwood) იგი ნაკრების მეორე ფორვარდის ტონი ვუდკოკის (ინგლ. Tony Woodcock) ნაცვლად მეორე ტაიმის მე-19 წუთზე შემოიყვანა. კიგანს, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე და მეტად სახიფათო იყო შეტევების, როგორც ორგანიზებისა და წარმართვის, ისე, განსაკუთრებით მის დამამთავრებელ ფაზებში, არცთუ დიდი დრო რჩებოდა, იმისთვის, რომ როგორმე გარდატეხა შეეტანა შექმნილ ვითარებაში. თუმცა, კიგანისა და მისი თანაგუნდელების მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ესპანელთა დაცვითი ზღუდეების გარღვევა და მათი კაპიტნის, ლეგენდარული ესპანელი მეკარის — ლუის არკონადას (ესპ. Luis Arconada) კარის აღება. შეხვედრა უგოლო ფრით — 0–0 დასრულდა. ინგლისელებმა ტურნირის შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ, მასპინძლებთან ერთად ასე დაასრულეს XII მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა.[6]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 7 | თავდამსხმელი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | მეორე ეტაპი |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ჩემპიონი (3): 1972–73, 1975–76, 1976–77
- ვიცე-ჩემპიონი (2): 1973–74, 1974–75
- თასის მფლობელი: 1973–74
- ფინალისტი: 1976–77
- თასის მფლობელი (2): 1974, 1976
- ჩემპიონი: 1978–79
- ვიცე-ჩემპიონი: 1979–80
- თასის მფლობელი: 1979
საერთაშორისო ტურნირები
რედაქტირება- თასის მფლობელი: 1976–77
- თასის მფლობელი (2): 1972–73, 1975–76
- ფინალისტი: 1980
- ფინალისტი: 1977
ინდივიდუალური
რედაქტირება- ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
- France Football-ის ვერსიით
- Onze d'Or-ის ვერსიით
- ოქროს ბურთის მფლობელი: 1977, 1979[12][13]
- ვერცხლის ბურთის მფლობელი: 1976, 1980[14][15]
- ინგლისური ფეხბურთის მუზეუმი:
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კევინ კიგანი — ფიფას ჩანაწერი
- Planet World Cup
- National Football Teams
- Soccerbase
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1978 — Kevin Keegan // francefootball.fr
- ↑ The United Kingdom's top 20 greatest ever footballers
- ↑ Best Liverpool players: the 11 greatest of all time
- ↑ The National Football Museum Hall Of Fame
- ↑ Kevin Keegan factfile // news.bbc.co.uk
- ↑ Kevin Keegan in the World Cups
- ↑ European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1978
- ↑ European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1979
- ↑ Ballon d'or 1978 (European Footballer of the Year award)
- ↑ Ballon d'or 1979 (European Footballer of the Year award)
- ↑ European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1977
- ↑ "Onze Mondial" Awards (Onze d'Or 1977)
- ↑ "Onze Mondial" Awards (Onze d'Or 1979)
- ↑ "Onze Mondial" Awards (Onze d'Or 1976)
- ↑ "Onze Mondial" Awards (Onze d'Or 1980)
- ↑ The FIFA 100 // theguardian.com
- ↑ Pelé's Choice of 125 Living Players // RSSSF
- ↑ Kevin Keegan – English Football Hall of Fame in 2002
- ↑ Kevin Keegan – National Football Museum Hall Of Fame (2002)