კაცობურის აღკვეთილი

კაცობურის აღკვეთილიაღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში.

კაცობურის აღვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
მდებარეობა სამეგრელო, საქართველო
უახლოესი ქალაქი აბაშა
ფართობი 295 ჰა
დაარსდა 1996
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.

ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ - 4 გრადუსი, მაქსიმალური კი +22 გრადუსი. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს.

წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია, თხმელა და ტირიფი.

კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კი – მგელი, კურდღელი, ტურა, წავი.

ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია, მიმინო, ქორი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის პოპულაციის არსებობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება