ქედანი (ლათ. Columba palumbus) — ფრინველი მტრედისნაირთა რიგისა. ცხოვრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ბინადრობს საქართველოშიც. შემოდგომით თავს იყრის გუნდებად და ნომადობს. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს, ბუდობს ხეებზე, დებს 2 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 18 დღე-ღამე. იკვებება მარცვლოვანებით, უფრო იშვიათად მწერებითა და სხვა უხერხემლოებით. ახასიათებს ლამაზი შეფერვა: ვეჟანი თავი, მურა ზურგი, ვარდისფერი ჩიჩახვი, კისერზე — თეთრი ლაქები და მომწვანო ნახევარსაყელო. ქედანი სპორტული ნადირობის ობიექტია, რომლის რაოდენობა უწესრიგო ნადირობისა და ტყეების გაკაფვის გამო სულ უფრო მცირდება.