კატერინა მედიჩი
კატერინა დე' მედიჩი (იტალ. Caterina de' Medici; დ. 2 მაისი, 1593 — გ. 17 აპრილი, 1629) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო I-ისა და კრისტინა ლოთარინგიელის ქალიშვილი. მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია 1617-26 წლებში როგორც ფერდინანდო გონძაგას მეუღლე. სიენას გუბერნატორი 1627-29 წლებში.
კატერინა დე' მედიჩი | |
---|---|
Caterina de' Medici | |
მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 16 თებერვალი, 1617 |
მმართ. დასასრული: | 29 ოქტომბერი, 1626 |
წინამორბედი: | მარგერიტა სავოიელი |
მემკვიდრე: | იზაბელა გონძაგა |
სიენას გუბერნატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1627 |
მმართ. დასასრული: | 17 აპრილი, 1629 |
წინამორბედი: | ალფონსო პიკოლომინი |
მემკვიდრე: | ლეოპოლდო მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 მაისი, 1593 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 17 აპრილი, 1629, (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | სიენა, ტოსკანა, იტალია |
მეუღლე: | ფერდინანდო I, მანტუას ჰერცოგი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | ფერდინანდო I, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
დედა: | კრისტინა ლოთარინგიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატერინა მედიჩი დაიბადა 1593 წლის 2 მაისს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო I-ისა და მისი ცოლის, კრისტინა ლოთარინგიელის ქალიშვილი. მას სახელი დაარქვეს კრისტინას ბებიის, საფრანგეთის დედოფალ კატერინა მედიჩის პატივსაცემად. თავდაპირველად კატერინა დანიშნული იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ისა და დედოფალ ანა დანიელის უფროს ვაჟზე, უელსის პრინც ჰენრი ფრიდრიხ სტიუარტზე, თუმცა პრინცი მოულოდნელად, 1612 წელს გარდაიცვალა. 1617 წელს იგი ცოლად გაჰყვა თავის მამიდაშვილს, მანტუას ჰერცოგ ფერდინანდო გონძაგას. მიუხედავად ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია. 1626 წელს დაქვრივების შემდეგ კატერინამ დატოვა მანტუა და მშობლიურ ფლორენციაში დაბრუნდა, სადაც 1627 წელს მისმა ძმის შვილმა, ჰერცოგმა ფერდინანდო II-მ მას სიენას გუბერნატორობა უბოძა. ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში 35 წლის კატერინა ჩუტყვავილათი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სან ლორენცოს ბაზილიკაში, თავისი ძმის, ჰერცოგ კოზიმო II-ისა და დის, ტიროლის გრაფინია კლაუდია მედიჩის გვერდით.
ტიტულატურა
რედაქტირება- 2 მაისი 1593 - 16 თებერვალი 1617: მისი უდიდებულესობა ტოსკანის პრინცესა;
- 16 თებერვალი 1617 - 29 ოქტომბერი 1626: მისი უდიდებულესობა მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია;
- 29 ოქტომბერი 1626 - 1627: მისი უდიდებულესობა მანტუისა და მონფერატოს ქვრივი ჰერცოგინია;
- 1627 - 17 აპრილი 1629: მისი უდიდებულესობა სიენას გუბერნატორი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Young, G.F.: The Medici: Volume II, John Murray, London, 1920