ფერდინანდო გონძაგა

ფერდინანდო გონძაგა (იტალ. Ferdinando Gonzaga; დ. 26 აპრილი, 1587 — გ. 29 ოქტომბერი, 1626) — იტალიელი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგი 1612 წლიდან მის გარდაცვალებამდე.

ფერდინანდო გონძაგა
ფერდინანდო გონძაგა
ფერდინანდო გონძაგა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1612 – 1626
წინამორბედიფრანჩესკო IV გონძაგა
მემკვიდრევინჩენცო II გონძაგა

დაბადებული26 აპრილი, 1587
მანტუა
გარდაცვლილი29 ოქტომბერი, 1626 (39 წლის)
მანტუა
მამავინჩენცო I გონძაგა
დედაელეონორა მედიჩი
მეუღლეეკატერინა მედიჩი
ჯილდოები მალტის ორდენის რაინდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფერდინანდო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგის ვინჩენცო I გონძაგას მეორე ვაჟი იყო და საეკლესიო ცხოვრებისათვის ამზადებდნენ. 1605 წელს უკვე 18 წლის ასაკში იგი კარდინალი გახდა. 1612 წელს მისი უფროსი ძმა ჰერცოგი ფრანჩესკო IV უშვილოდ გარდაიცვალა და ფერდინანდო იძულებული გახდა საეკლესიო ცხოვრება მიეტოვებინა.

იმავე 1612 წელს ფერდინანდო გონძაგა მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგი გახდა. 1615 წელს მან იქორწინა კამილა რეტიჩინაზე, რომელსაც ერთი წლის შემდეგ 1616 წელს გაეყარა. 1617 წლის 16 თებერვალს ფერდინანდომ ხელმეორედ იქორწინა. ამჯერად ტოსკანას დიდი ჰერცოგის, ფერდინანდო I-ის ქალიშვილ კატერინა დე’ მედიჩიზე, რომელთანაც მას შვილი და მემკვიდრე არ შეძენია.

როცა ფერდინანდო გონძაგა 1626 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთადერთი მემკვიდრე მისი უმცროსი ძმა, ვინჩენცო II დარჩა, რომელსაც ზუსტად იმავე ნაბიჯის გადადგმა მოუწია, როგორიც ფერდინანდოს 13 წლის წინ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gino Benzoni: FERDINANDO Gonzaga, duca di Mantova e dei Monferrato. In: Fiorella Bartoccini (Hrsg.): Dizionario Biografico degli Italiani (DBI). Band 46 (Feducci–Ferrerio), Istituto della Enciclopedia Italiana, Rom 1996.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება