ვინჩენცო გონძაგა
ვინჩენცო გონძაგა (იტალ. Vincenzo Gonzaga; დ. 1634 — გ. 28 აპრილი, 1714) — სან-პაოლოს გრაფის ანდრეა გონძაგას ვაჟი და გუასტალას ჰერცოგის ფერანტე II გონძაგას შვილიშვილი.
მისი პირველი მეუღლე იყო ვინმე, სახელად პორცია, რომელთანაც ვინჩენცო გონძაგას შვილი არ შეძენია. მეორე მეუღლე იყო მარია ვიტორია გონძაგა, მისი ბიძაშვილის გუასტალას ჰერცოგ ფერანტე III გონძაგას ასული. როდესაც 1678 წელს ფერანტე III უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა გუასტალას საჰერცოგო დროებითი გარდამავალი მმართველობის შემდეგ 1692 წელს ვინჩენცოს გადაეცა.
ვინჩენცოს და მარია ვიტორიას სამი შვილი ჰყავდათ:
- ანტონიო ფერანტე (1687—1729) — გუასტალას ჰერცოგი 1714 წლიდან
- ∞ 1) მარგერიტა ჩეზარინი
- ∞ 2) თეოდორა ფონ ჰესენი, ლანდგრაფ ფილიპ ინ ჰესენის ასული.
- ∞ 1731 — ელეონორე ფონ ჰოლშტაინი, ჰერცოგ ლეოპოლდ ინ ვიზენბურგის ასული.
1707 წელს გონძაგას დინასტიის გვერდითი შტოს უმემკვიდროს დასრულების შემდეგ ვინჩენცო გონძაგამ მემკვიდრეობით მიიღო ბოცოლოს და პომპონესკოს საჰერცოგოები, ხოლო 1710 წელს საბონეტას საგრაფო.