ფერანტე III გონძაგა
(გადამისამართდა გვერდიდან გონძაგა, ფერანტე III)
ფერანტე III გონძაგა (იტალ. Ferrante III. Gonzaga; დ. 4 აპრილი, 1618 — გ. 11 იანვარი, 1678) — გუასტალას ჰერცოგის ჩეზარე II გონძაგას ვაჟI და მემკვიდრე 1632 წლიდან. 1647 წლის 23 ივნისს მან იქორწინა მოდენას ჰერცოგის ალფონსო I დ’ესტეს ქალიშვილზე მარგერიტაზე (1619–1692), რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
- ანა იზაბელა (გ. 1703)
- ∞ კარლო IV გონძაგა, მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგი.
მარია ვიტორია
- ∞ ვინჩენცო გონძაგა, გუასტალას ჰერცოგი.
ფერანტე III-ის გარდაცვალების შემდეგ გუასტალას საჰერცოგო დროებით საიმპერიო სამფლობელოდ გამოცხადდა, სანამ 1692 წელს იგი ფერანტე III-ის სიძეს, ვინჩენცო გონძაგას არ გადაეცა.