მანტუა (იტალ. Màntova) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქს. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 48 353 ადამიანს შეადგენს. მანტუას ისტორიულმა ძალაუფლებამ გონზაგების ოჯახის მმართველობის ქვეშ, ის ჩრდილოეთ იტალიის და ზოგადად მთელი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. ქალაქი გამოირჩევა მისი მნიშვნელოვანი როლით ოპერის ისტორიაში, ასევე ცნობილია არქიტექტურული საგანძურის არაერთი ნიმუშით, მათ შორისაა დახვეწილი სასახლე და ქალაქის რენესანსული ზოგადი იერსახე. უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტას მიხედვით, სწორედ მანტუაში განდევნეს რომეო. მანტუა უახლოესი ქალაქია ცნობილი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუს მარონისს დაბადების ადგილიდან.

ქალაქი
მანტუა
Màntova

მანტუის პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ლომბარდია
კოორდინატები 45°10′00″ ჩ. გ. 10°48′00″ ა. გ. / 45.16667° ჩ. გ. 10.80000° ა. გ. / 45.16667; 10.80000
ფართობი 63.97 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 48 353 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 755.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0376
საფოსტო ინდექსი 46100
საავტომობილო კოდი MN
ოფიციალური საიტი cittadimantova.it
მანტუა — იტალია
მანტუა

ქალაქი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია XII საუკუნეში შექმნილი ხელოვნური ტბებით. ისინი გარდას ტბიდან გამომავალი მდინარე მინჩოს წყლით საზრდოობენ.

მანტუის სიახლოვეს, მდინარე მინჩოს სანაპიროებზე დასახლებები ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს არსებოდბა, რომლებიც ბუნებრივად დაცული იყო. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლებები ეტრუსკულ სოფლად გადაიქცა.

2008 წელს, მანტუა ქალაქ საბიონეტასთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1287
ინგლ.რუს.ფრ.