საბიონეტა (იტალ. Sabbioneta) — პატარა ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის მანტუიას პროვინციაში. მდებარეობს ქალაქ პარმადან 30 კმ–ით ჩრდილოეთით, მდინარე პოს ჩრდილოეთ ნაპირზე. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 4 260 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
საბიონეტა
Sabbioneta
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 45°00′00″ ჩ. გ. 10°49′00″ ა. გ. / 45.00000° ჩ. გ. 10.81667° ა. გ. / 45.00000; 10.81667
ფართობი 37 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 4 260 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 115.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0375
საფოსტო ინდექსი 46018
საავტომობილო კოდი MN
ოფიციალური საიტი comune.sabbioneta.mn.it
საბიონეტა — იტალია
საბიონეტა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1287
ინგლ.რუს.ფრ.

საბიონეტა XVI საუკუნეში ვესპასიანო I გონზაგამ დააარსა ძველრომაული ვია–ვიტელიანას გზატკეცილის გასწვრივ, მდინარე პოს ქვიშიან ნაპირზე. ქალაქის პირველი ჰერცოგი სწორედ გონზაგა იყო და მისთვის ის პერსონალურ რეზიდენციას და თავდაცვით ქალაქს წარმოადგენდა. მისსავე პერიოდში, საბიონეტა მცირე მუსიკალურ ცენტრად იქცა. მმართველი აქტიურად ცდილობდა სხვა ქალაქებიდან მოეზიდა ცნობილი კომპოზიტორები.

2008 წლიდან, ქალაქ მანტუასთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც რენესანსული ურბანული დაგეგმარების თვალსაჩინო ნიმუში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება