კარლ ტროლი

გერმანელი გეოგრაფი

კარლ ტროლი (გერმ. Carl Troll; დ. 24 დეკემბერი, 1899, გაბერზეე, გერმანია, — გ. 21 ივლისი, 1975, ბონი, გერმანია) — გერმანელი გეოგრაფი და პედაგოგი. ბოტანიკოს ვილჰელმ ტროლის ძმა. კარლ ტროლი იყო ბერლინისა (1930) და ბონის (1938) უნივერსიტეტების პროფესორი. 1919-1922 წლებში მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა ბიოლოგიას, ქიმიას, გეოლოგიას, გეოგრაფიასა და ფიზიკას. 1921 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ბოტანიკის დარგში, ხოლო 1925 წელს მოიპოვა ჰაბილიტირებული დოქტორის ხარისხი გეოგრაფიაში. 1922-1927 წლებში მიუნხენში გეოგრაფიის ინსტიტუტში ასისტენტად მუშაობდა. 1926 წლიდან მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ცენტრალური აზიის მთიან რაიონებში ჩატარებულ ექსპედიციებში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა რელიეფის, კლიმატის, მცენარეულობისა და მათი ურთიერთკავიშირის საკითხებს. იკვლევდა მთიანი მხარეების ეკოლოგიისა და გეოგრაფიის საკითხებს; 1926-1929 წლებში სამეცნიერო კვლევების მიზნით გაემგზავრა სამხრეთი ამერიკის ანდებში, სადაც მოინახულა შემდეგი ქვეყნები: ჩრდილოეთი ჩილე, ბოლივია, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია და პანამა. 1933-1934 წლებში მისი სამეცნიერო ინტერესი მიმართული იყო აღმოსვლეთი და სამხრეთი აფრიკისადმი; 1937 წელს ეთიოპიაში იმყოფებოდა, ხოლო 1954 წელს მოინახულა მექსიკა. კარლ ტროლმა 1939 წელს შემოიღო ტერმინი ლანდშაფტების ეკოლოგია, ხოლო 1966 წელს დაამკვიდრა ტერმინი გეოეკოლოგია. 1956-1960 და 1964-1968 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1960-1964 წლებში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. 1947 წელს დააარსა სამეცნიერო ჟურნალი „Erdkunde“, სადაც თავის პირველივე სტატიაში აკრიტიკებდა მესამე რაიხში არსებული გეოგრაფიული მეცნიერების მეთოდებს. 1949 წელს სათავეში ედგა გერმანიის საკვლევ ფონდს, ხოლო 1950 წლიდან მაინცის მეცნიერებათა აკადემიისა და ლიტერატურის სამეცნიერო კვლევების კომისიას. 1957-1959 წლებში შედიოდა ბონის საქალაქო კავშირის შემადგენლობაში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიიდან. 1960-1961 წლებში ბონის უნივერსიტეტში ეკავა რექტორის თანამდებობა. 1966 წელს პენსიაზე გავიდა. 1937 წლიდან იყო ლეოპოლდინას წევრი, 1942 წლიდან ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1943 წლიდან პრუსიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1950 წლიდან მაინცის მეცნიერებათა აკადემიისა და ლიტერატურის წევრი, 1955 წლიდან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 1965 წლიდან დანიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი. კარლ ტროლი გარდაიცვალა 1975 წლის 21 ივლისს გულის უკმარისობით. დაკრძალულია პოპელსდორფის სასაფლაოზე ქალაქ ბონში.

კარლ ტროლი
გერმ. Carl Troll
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1899(1899-12-24)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი გაბერზეე[5]
გარდ. თარიღი 21 ივლისი, 1975(1975-07-21)[1] [2] [3] [4] (75 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[5]
დასაფლავებულია პოპელსდორფის სასაფლაო[6]
მოქალაქეობა  გერმანია
 გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
საქმიანობა გეოგრაფი, მეტეოროლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და Wilhelmsgymnasium
მამა Theodor J. Troll[5]
შვილ(ებ)ი Georg Troll[5]
ჯილდოები კარუსის მედალი[7] , ალბრეხტ პენკის მედალი[8] , ვეგას მედალი[9] , ვიქტორიას მედალი[10] , კარლ რიტერის მედალი[10] და ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11]

თხზულება

რედაქტირება
  • Ausgewählte Beiträge, [Bd] 1-3, Wiesbaden, 1966.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118624067 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Catalog of the German National Library
  6. Find a Grave — 1996.
  7. https://www.leopoldina.org/ueber-uns/auszeichnungen/medaillen/carus-medaille/
  8. https://www.deuqua.org/deuqua-deutsch-german/deuqua/ehrungen/
  9. https://ssag.se/wp-content/uploads/2018/08/ssag_medaljorer_2018.pdf — გვ. 1.
  10. 10.0 10.1 http://people.wku.edu/charles.smith/chronob/TROL1899.htm
  11. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/carl-troll-prof-dr